• რეკლამა
  • კონტაქტი
12:53, სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რა პრობლემაა წელიწადში 1 თვე მსახურება ვინმესთვის ? დასასვენებლად ხომ დავდივართ და ვახერხებთ ხოლმე?“ – მარი საბიაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:01 05-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
203
უფლებადამცველი, „ვემსახურები საქართველოს“ დამაარსებელი, მარი საბიაშვილი:
„მინდა გამოვეხმაურო აღნიშნულ და მსგავს განცხადებებს. დავაფიქსირო ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის აზრი. ეს ეხება არამხოლოდ ჩვენს პროფესიაში მყოფ მოქალაქეებს, არამედ ყველა სხვა პროფესიისა თუ სტატუსის მქონე მოქალაქეს.
მიმაჩნია, რომ თუ ქვეყანაში გვაქვს და გვექნება სავალდებულო სამხედრო სამსახური (ახალი კოდექსით, ეროვნული სამხედრო სამსახური), უპირველესყოვლისა, დაცული უნდა იყოს თანასწორობის პრინციპი და მიუხედავად სტატუსის, თანამდებობის, პროფესიის, “გავლენების” და ა.შ, ვალდებულება უნდა გავრცელდეს ყველაზე.
ცხადია, სახელმწიფომ ხელი აუცილებლად უნდა შეუწყოს ყველას და მისცეს განვითარების შესაძლებლობა კვალიფიკაციის, განათლების, სამსახურებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ არ მიმაჩნია გადავადება მართებულად და ავხსნი რატომ.
ჩვენი პროფესიის ადამიანებს და არამხოლოდ (მაგ. პროკურორს, ექიმს და სხვა), სულ გვაქვს და გვექნება საქმე, შესაბამისად, სულ იარსებებს გადავადების მიზეზები. ამასობაში, გახდება პირი 27 წლის.
ვფიქრობ, რომ ნებისმიერ პროფესიაში დასაქმებული ადამიანებისთვის, უნდა იქნას შეთავაზებული ალტერნატივა, თუნდაც ზაფხულის 1 თვის გამოყენებით, ან რეზერვი ან რამე მსგავსი (მაგალითად, როგორც ეს სტუდენტების შემთხვევაშია ახალი კოდექსით).
გადავადების შესაძლებლობის გაზრდით, ვერ უზრუნველყოფთ თანასწორობის დაცვას, რასაც არ მივესალმები. რა პრობლემაა წელიწადში 1 თვე მსახურება ვინმესთვის ? დასასვენებლად ხომ დავდივართ და ვახერხებთ ხოლმე ?
კიდევ ერთხელ ვიმეორებ:- თუ ქვეყანაში იარსებებს ეროვნული სამხედრო სამსახური (სავალდებულო), ის უნდა ეხებოდეს ყველას და არ მივესალმები პრივილეგიებს (არც თანამდებობის პირების შვილებისას სხვათაშორის).
გადავადებით, მივიღებთ იგივეს, რაც აქამდე იყო და ხდებოდა.“
თეგები: მარი საბიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved