• რეკლამა
  • კონტაქტი
14:15, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა პირობებშია ციხეში გივი თარგამაძე – წერილი 302-ე საკნიდან

ალია ავტორი - ალია
20:32 06-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,300

პატიმარი გივი თარგამაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,მე-12 დაწესებულება, 302 საკანი

შაბათ-კვირა დაემთხვა, ადვოკატიც ვერ შემოდიოდა და საფოსტო მტრედებიც ვერ გავიჩინე ჯერ. ამიტომაც, აქამდე ვერ შეგეხმიანეთ. ვინც იღელვეთ, გაცნობებთ – პოლიციიდან აქამდე მშვიდ, ადამიანური საუბარის რეჟიმში ვიმგზავრე. აქაც ასევე შემოვსახლდი – არანაერი დაძაბულობა, თავაზიანი საუბარი, გაცნობა. ეს დღეებიც ასეა – ყველა ხარვეზი დროულად გამისწორეს, მიუხედავად უქმე დღეებისა. მოკლედ, ჩემი tv-ში გამოთქმული მოსაზრება, რომ აქ ურჩხულები კი არა, ჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ, ხელფასს იღებენ და ოჯახში მიაქვთ – სრულად გამართლდა.

ტელევიზორი არ მაქვს ჯერ, ამიტომ, ვერ გხედავთ და არ მესმის თქვენი. ისევ იმ დამთხვეული შაბათ-კვირის გამო, ჯერ არ მაქვს ბარათი, შედეგად მაქვს მხოლოდ ცარიელი კედლები და უვინტილიატორობაში მუდმივად გაღებული ფანჯრიდან აქვე ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მომუშავე რაღაც ქარხნიდან (მგონი, ცემენტის) სრულიად მონსტრუოზული ხმები, რომლებიც აფეთქების შემდგომი ჩემი ბაროტრამვის დენის ტრანსფორმატორისეულ მუდმივ გუგუნს შუა თავში საოცრად ეხამება. წუხელ ღამით ამას დაერთო ჭექა-ქუხილის, თქეში წვიმისა და ქარის ხმებიც. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამ კაკაფონიაშიც შეიძლება იპოვო გარკვეული რიტმი, აჰყვე მას, როგორც ცხვრების დათვლას და დაიძინო 🙂 მით უფრო, როდესაც ზურგზე სასიამოვნოდ გეცემა ფანჯრიდან წვიმის წვეთები.

რა თქმა უნდა, სამედიცინო ნაწილში უმალ შეიცნეს თითქმის კოლეგა – სამედიცინო წარსულმა იმუშავა. მას მერე, რაც ჩემი ჯანმრთელობის თავი და ბოლო მოვუყევი, მიუხედავად იმისა, რომ ვარ ხოშიანად, მკაცრ კონტროლზე ამიყვანეს – ემანდ რამე არ გაგვეპაროსო. მეც მიხარია – სასიამოვნოა დღეში რამოდენიმეჯერ პროფესიულად ნაცნობ საზოგადოებაში თუნდაც ცოტა ხნით გასვლა და თუნდაც რამოდენიმე სიტყვის გაცვლა.

ერთი საშველი კიდევ მაქვს – ბობლიოთეკიდან მომიტანეს წიგნები, ხოდა, ვეცნობი გელა ჩარკვიანის უშველებელ წიგნს მისი შევარდნაძესთან მუშაობის შესახებ. თან ვრწმუნდები, როდინდელი ვარ, რომ ეს მოვლენები უბრალოდ კი არ მახსოვს, მათში ვმონაწილეობდი კიდეც 🙂

ესეც, რომ მღლის, სხვა რამის უქონლობის გამო ვიძინებ ადრე და ვდგები ძალზედ ადრე, რაც ჩემთვის უბრალოდ უჩვეულო კი არა, ნონსენსია. იმედია, ტელევიზორი, რადიო და ცივილიზაციის სხვა მიღწევები დღის ჩვეულ რეჟიმზე დამაბრუნებენ. ვინც კვებაზე ღელავთ – ვიკვებები სწორად და ინტენსიურად – შემოვედი 74 კგ, დღეს, მიუხედავად სიარულისა, ვარ 76.

სიარულით კი საკანში პაუზებით მთელი დღე დავდივარ – 12 ნაბიჯი კარამდე, შემდეგ იქიდან ფანჯარამდე 12. დავდივარ ადრიან დილითაც, რაც აქამდე მომაკვდინებლად მიმაჩნდა. ამას დავუმატოთ სასეირნო ოთახში 30 ნაბიჯი კვადრატზე ერთი საათი უწყვეტად, მაღალ ტემპში. იმ ოთახში დევს 6 კილოგრამიანი ორი ჰანტელი და 12 კილოგრამიანი ერთი გირი. ჯერ ვერიდები, მაგრამ დროთა განმავლობაში მაგეებსაც ავითვისებ. მოკლედ კვლავ აღმომაჩნდა რესურსი, ეს გამოწვევაც საჩემოდ მოვირგო. აი, როგორც მაშინ ნაკოვიდარზე სპეცებმა ორი ბალონი გაზი, რომ ჩამაცალეს ცხვირ-პირში. გულზე შემოყრილმა ჩემმა გადამრჩენელმა ლევან ბესელიამ სასწრაფოდ კომპიუტერულ ტომოგრაფია ჩამიტარა და რომ შეხედა, თავისი მეგრული მოქცევით მითხრა – რა ქე ბიჭო, ახალი ფილტვები იყიდე? ესენი ძველზე ბევრად უკეთესია!. მას მერე სატურაცია 100 თუ არაა, 98-ზე ქვემოთ არ ჩამოდის. შევირგე გაზი, მომიხდა. ამასაც შევირგებ.

დუშიც მივიღე – კვირაობით და ხუთშაბათობით მეკუთვნის. პოლიციიდან დაწყებული, შემოსახლების დღის, შემდგომი სიცხის, სამდღიანი დაუბანლობის და იმ წუთას დასრულებული ერთსაათიანი სიარულის შემდეგ იმდენად სასიამოვნო იყო, რომ ეს სიამოვნება იმ საპონმაც ვერ მომიშალა, რომლითაც თავსაც ვიბანდი краснодарский ландыш. მითუმეტეს, რომ ალტერნატივა მართლაც შემაშინებლად გამოიყურებოდა – натуральное хозяйственное мыло ГОСТ-30266-2017 ბალთავოი ნაჭერი, რომელმაც გამახსენა გოკას მომღერებული – я сижу в одиночке и плюю в потолочек. ეგ არაფერი, მთავარია, ის მეორე არ გამახსენდეს – сегодня не увидеть мне зари, сегодня я в последний раз побрился. საბედნიეროდ, გაპარსვის შანსი ჯერ არ მქონია და ვარ ასე, ჰემენგუესავით. ალბათ, ვერ ვამოწმებ, ვინაიდან, სარკეც არ მაქვს და ამას, როდესაც ვწერ, რა დროა, ისიც არ ვიცი, საათიც ხომ არ მაქვს და ინდიელი მე არ ვარ

გადაგღალეთ, იმ ოხერი შაბათ-კვირის სინდრომია. ამხელებს აღარ დავწერ, ისე კი არ მოგაწყენთ.“

თეგები: გივი თარგამაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სეო ოპტიმიზაცია
ახალი ამბები

რა განსხვავებაა SEO ოპტიმიზაციასა და კარგ SEO ოპტიმიზაციას შორის?

14:07 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

08:00 06-17-2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved