პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი სომხეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
„ვისაუბრეთ როგორც რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე მომავალი ურთიერთობების თემაზე ყველა მიმართულებით, მათ შორის განათლების და კულტურის საკითხებზე. საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობის პერსპექტივები დავსახეთ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვოლსკიმ.
კომენტარები