• რეკლამა
  • კონტაქტი
03:49, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა პასუხი გასცა დევნილებს მთავრობის ადმინისტრაციამ 2 დღის წინ?

ალია ავტორი - ალია
19:40 01-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

“მთავარი არხის” ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დევნილება 14 იანვარს საპროტესტო აქციას გამართეს. ისინი ამბობდნენ, რომ საცხოვრებელი, სადაც ამჟამად იმყოფებიან უსაფრთხო არ არის და ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ.

მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ ჩამოცვენილი ბათქაშის გამო ერთ-ერთ პირს ჯანმრთელობაც დაუზიანდა და მას სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა. ასეთივე შემთხვევა მოხდა წინა დღესაც, რა დროსაც ოთხმა ბავშვმა მცირე დაზიანებები მიიღო.

​დევნილები უკვე რამდენიმე დღეა, აქციებს მართავენ. 12 იანვარს აქცია გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროსთანაც. ისინი მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მის ნაცვლად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდათ და როგორც ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ წერილში ეწერა, მოადგილე დაპირდა მათ ფართებით დაკმაყოფილებას, მანამდე კი, მოუწოდა გადასულიყვნენ ქირით. თუმცა, აქციის მონაწილეები, არ ენდობიან მინისტრის მოადგილის სიტყვებს და განაცხადეს, რომ ბევრი დაპირება მოუსმენიათ.

დევნილებმა 14 იანვარს თქვეს, რომ აქცია გამაფრთხილებელია და თუ მათი მოთხოვნები დროულად არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართავენ.

“უკიდურესად მძიმე პირობებში ვცხოვრობთ. გაუსაძლისია ჩვენს შენობაში ცხოვრება და იქიდან გამომდინარე, რომ არავინ გვაქცევს ჯანდაცვის სამინისტროდან ყურადღებას, ერთადერთი რაც დაგვრჩა არის ის, რომ მოვიდეთ კანცელარიის წინ, მშვიდობიანად, მოვითხოვთ ერთადერთი რამ, ეს არის საყოფაცხოვრებო ბინებით დაკმაყოფილება, თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნება მივმართავთ უკიდურეს ფორმას და დავიწყებთ შიმშილობას”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეების თქმით, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დევნილებს უთხრა, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის წერილი დაეტოვებინათ.

დღეს, 16 იანვარს  სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებმა დევნილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თეგები: დევნილებიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved