• რეკლამა
  • კონტაქტი
18:17, შაბათი, 21 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა ნახა ქართველობამ რუსეთის იმპერიაში” – კონსტანტინე გამსახურდია

ალია ავტორი - ალია
20:50 11-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,107

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია:

ოდესღაც გერმანელმა რომანტიკოსმა პოეტმა ნოვალისმა დაწერა ფანტასტიური ესსე “საქრისტიანო ანუ ევროპა”. ცხადია, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ქრისტიანობა მხოლოდ ევროპაშია. მაგრამ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი გაგებით ევროპულობა პირველყოვლისა ქრისტიანობის განხორციელებაა ამ სიტყვის რელიგიური, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური გაგებითაც.
ევროპა სივრცეა, სადაც ეპოქათა გზაგასაყარზე დამკვიდრდა ოქროს საწმისი, ანუ დიადი ცოდნა ადამიანური ბუნების ალქიმიისა, თავდაპირველად ძველი სამყაროდან კოლხეთში გადარჩენილი.
ევროპა სივრცეა, სადაც ზეცისთვის მოტაცებული პრომეთეული ცეცხლი თავისუფლებისა და ცოდნისა წესით ყველა ინდივიდში უნდა აინთოს, ხოლო მისი მომტანი კავკასიაზე მიჯაჭვით დაისაჯა.
როდესაც ძველქართულ ჰაგიოგრაფიულ ტექსტში წერია, რომ ჩვენ ოდითგანვე ქვეყნიერების “ყურედ” მოვიაზრებდით თავს, ეს სწორედ ევროპულ-ბიზანტიური სივრცის ფორპოსტობას ნიშნავს.
როდესაც ვახტანგ გორგასალი სიკვდილის წინ იტყვის, “სიყვარულსა ბერძენთასა ნუ დაუტევებთო” – იგივე სივრცეს გულისხმობს.
ევროპულ-ბიზანტიური სივრცის გაგრძელებაა დავით აღმაშენებლის და თამარის საქართველო, ერთგვარი წმინდა აღმოსავლური სამეფო-რაიხი ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ კავკასიაში.
ეს შედეგია სულხან-საბას მართლაც სასოწარკვეთილი მცდელობისა, აეგო დიპლომატიური ხიდი ევროპასთან. ეს შედეგია ილია ჭავჭავაძის ბრძნული და თავდადებული მსახურებისაც.
ეს ამავდროულად შედეგია საქართველოს პირველი და მეორე დამოუკიდებელი რესპუბლიკების გმირთა ბრძოლის და მსხვერპლის. განსაკუთრებით 90-იანების პირველი, ეროვნული ხელისუფლების, ვინც თავისუფლებლობისთვის ბრძოლის მორალური მაგალითი მოგვცა.
ევროპელობა ნიშნავს არას თქმას გეოპოლიტიკური ურდოების წარმომადგენლობებისა და ნომანდთა კარვებისადმი.
ევროპის შესახებ მსჯელობისას ვითვალისწინებ პიერ ბერტოს (1907-1986) ნააზრევს, ვინც იყო მწერალი, კულტურის ისტორიკოსი და საფრანგეთის წინააღდეგობის მოძრაობის მონაწილე შარლ დე გოლთან ერთად. იმ დროს, როდესაც საქართველომ ჯერჯერობით გააკეთა თავისი არჩევანი ევროპის სასარგებლოდ, პოსტი ცალკეულ ასპექტებში პასუხობს კითხვას, რატომ ევროპა და არა რომელიმე სხვა. სიტყვას “ჯერჯერობით” შეგნებულად ვიყენებ, რადგან არავინ იცის, რა პროცესები განვითარდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ალბათ ყველაზე სახიფათო ეტაპზე მყოფ მსოფლიოში.
მართლაც რა არის ევროპა, თავისი თითქმის ნახევარ მილიარდიანი მოსახლეობით, ანგლოსაქსურ-გერმანული, რომანული, უგრო-ფინური და სლავური ეთნიკური ელემენტით, დაქსელილი რკინიგზის ხაზებით და შახტებით გამოხრული, სამრწველო ინფრასტრუქტურით დაფარული, იმავდროულად დიდი ისტორიის და კულტურის მქონე, რაც წარსულის უამრავ მნიშვნელოვან ძეგლსა და მუზეუმში არის წარმოდგენილი? რაღაც საშუალო ოპტიმალური სოციალური და ეკონომიკური პირობების სივრცესა და “აღთქმულ მიწას” შორის, საითკენაც სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან მიგრანტების თითქმის უწყვეტი ნაკადები მიიჩქარიან?
ევროპული იდენტობა უპირველეს ყოვლისა უნივერსალისტული მოდელია, რომელიც განმანათლებლობის ტრადიციებიდან იკვებება, იგი ეფუძნება სახელმწიფოს და საზოგადოების ურთიერთგამიჯვნას. ეს სოციალურ–პოლიტიკური ქმნადობა მომდინარეობს ფრანგულ-რესპუბლიკური სახელმწიფოს გაგებიდან, რომელში ინტეგრირებაც ყველასთვისაა შესაძლებელი, ვინც რესპუბლიკის ფასეულობებს იზიარებს და წარმოადგენს. ამიტომ ვერ გუობს ნამდვილი ევროპულობა დესპოტიზმსა და ავტორიტარიზმს.
მეორე ხაზი დეფინიციისა უკვე არის განმანათლებლობის უნივერსალისტური ფასეულობანი, მიმართული აზრისმიერი თვითგამორკვევისკენ და შესაბამისად მოდერნიზაციისკენ. ევროპა ამრიგად ხდება წყარო მოდერნიზაციის პროცესებისა, რომლებიც თანამედროვეობაში ჩქარდებიან და გლობალურ ხასიათს იძენენ. იგი განასასახიერებს აღმატებულ პარადიგმას, რომელსაც სხვა კულტურებმა და ცივილიზაციებმა გარკვეული ფორმით უნდა მისდიონ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ევროპა ამისთვის არავითარ “მადლობას” არ მოელის მათგან, არამედ უმალ მასობრივ და სახიფათო კონფლიქტებს უნდა ელოდოს. აქვე დავძენდი, რომ ხშირად ამ კონფლიქტებში მისი როლი შესაძლოა საკმაოდ უსუსურადაც კი წარმოჩნდეს, რის გამოც საუბარი წასულა (და დღესაც მიდის!) მის ოპორტუნიზმზე და თითქოს უპრინციპო პრაგმატიზმზე.
ევროპა ამავდროულად განასახიერებს სრულიად განსაკუთრებულ კულტურას, რომელსაც თავისი ინტელექტუალური პოტენციალის და ისტორიული გამოცდილების უჩვეულო ინტენსივობით ბადალი არ ყავს და შესაბამისად მისი კოპირებაც შეუძლებელია. ევროპას თუმცა ემუქრება საფრთხე არამხოლოდ მის მიერვე გაჩაღებული რევოლუციური მოდერნიზაციისგან, არამედ სუპერსახელმწიფოებისგანაც, რომლებიც პოტენციურად საფრთხეს წარმოადგენენ მისთვის – მაგალითად რუსეთი, ჩინეთი, გარკვეულწილად – აშშ-ც. არც „გლობალური სამხრეთია“ ისეთი წარმონაქმნი, რომელიც მაინცადამაინც მეგობრული იქნება მისდამი ყველა ასპექტში, მაგრამ ევროპის ძველი უპირატესობა კვლავ ახლიდან იჩენს ხოლმე თავს, რადგან არც ერთი სხვა ცივილიზაცია არ არის შემძლე ინტენსიური მიმოცვლის პროცესისგან ინოვაციის მსგავსი პოტენციალის წარმოქმნისა.
ისტორიას რომ დავუბრუნდეთ, რას ხედავდა ქართველი თეიმურაზ ბატონიშვილი, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მონარქის ძე სეფიან-აფშარ-ყაჯართა სპარსეთის აზიურ დესპოტურ სპარსეთში?
„როდესაც მე თვით შემდგომად მეფისა გარდაცვალებისა წარვედი სპარსეთსა… …ვნახე თვით სპარსელთა ქცევა, ბილწი ჰაზრი მათი უსაფუძვლო განმგებლობისათვის და საომრად. ვსცან იგინი არა რაისა მცოდნენი, ყაენისაგან დაშორებულნი, ვერ გამბედავნი სიტყვისა თვისისა მეფესთან და სწორისაცა სასარგებლოისა ჰაზრისა არ გამომთქმელნი. დიდად მიკვირდა მდგომარეობა ირანისა, მეფეთა კარისა, და მოვიხსენებდი პაპისა ჩემისა კარსა და თვით მამისა ჩემისა, ყოვლად მეფურისა, დიდებულისა, მხიარულებითისა, სამართლიერისა და კარღია ტახტისა მდიდართა, მოკლებულთა, სნეულთა, მშიერთა, ობოლთა, ქვრივთა და პყრობილთათვის.
ეხლაც ვეკვირვი მიხედვით სპარსეთისა და სხვათაცა ევროპიისა მეფეთა, ჩემგან ნახულთა რეინისა პირამდინ, მამისა ჩემისა სიმაღლესა და ბრწყინვალებასა; ეხლაც ვხედავ, რომელ ქრისტიანობა არის სამკაული მეფეთა და მასზედა დაფუძნებული მეფობა და განმგეობა ქვეყანისა არის საჩინო, ტკბილი, სამართლიერი და უცთომელი. – „აი, ჩემო პლატონ, – მიბრძანებდა მეფის ძე, – რითაც იყო დიდი კარი მამისა ჩემისა, – იყო ქრისტეს მოყვარე ყოვლად და ამისთვის იყო მეფე პირველი, თუმცა მტერთაგან გარეულთა და შინაურთა შეიწრებული“. (თეიმურაზ ბატონიშვილი, გიორგი XII-ის ძე. პლატონ იოსელიანის თხზულებიდან გიორგი მეთორმეტის ცხოვრება.)
და რა ნახა ქართველობამ რუსეთის იმპერიაში, რომელიც თითქოს აზიურ დესპოტიას ჩაენაცვლა, როგორც ალტერნატივა? უპირველეს ყოვლისა დარღვეული ხელშეკრულებანი. ჩრდილოეთის იმპერიის ამბიციური პროექტების ინსტრუმენტად ქცევა, რაც გულისხმობდა ერთის მხრივ, გასვლის მცდელობას ლა-მანშზე და გიბრალტარზე, მეორეს მხრივ სამხრეთით – ინდოეთის ოკეანეზე. ეს აბსურდულობამდე ეგოცენტრული პროექტები რომ არ შედგა, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მზაობა ამისკენ არ იყო? ქართველობამ ასევე ნახა პრივილეგირებული ეროვნული უმცირესობის მდგომარეობაში ყოფნა, რამაც გარკვეული სტაბილურობის და უსაფრთხოების პარალელურად ეროვნული ენერგიაც ჩაახშო. სახელმწიფოებრიობის განცდა საგრძნობლად დაჩლუნგდა; ქართველობამ ასევე ნახა რუსულ ფილტრში გატარებული ევროპაც. ეს ის სამყარო იყო, სადაც ნიკალაი ტრუბეცკოი, რუსული ევრაზიზმის იდეოლოგი წერდა, რომ ქართული ნაციონალიზმი მხოლოდ მაშინ იღებს მავნე და საშიშ ფორმებს, როდესაც ევროპეიზმის ელემენტებით განიმსჭვალებაო.
დასავლეთში დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ “ევროპულობის” უფრო სიღრმისეულ წვდომის საჭიროებას, ვიდრე ეს ლანგარზე მორთმეულივით დევს სხვადასხვა ეკონომიკურ თუ სამართლებრივ კონცეპტებში, კონფერენციების თუ პოლიტიკური სამიტების მასალებში. კაცობრიობის ისტორიის შუქჭრილში თუ შევხედავთ, დავინახავთ ამ გაერთიანების უნიკალურობას. იდეაში ისეა, რომ იგი მეტი უნდა იყოს, ვიდრე ვესტფალიური მშვიდობის საფუძველზე აღმოცენებული, კლასიკურ ეროვნულ სახელმწიფოთა კონცეპტი, დაფუძნებული ფარულ კონკურენციულ ურთიერთღრღნაზე, რესურსების მოპოვებისთვის ბრძოლაზე, საბოლოო ჯამში ბიოპოლიტიკაზე, სადაც მხოლოდ სიცოცხლის, თვითდინებაზე მიშვებული მოჩვენებითი პოლიტიკური სტაბილურობის, ასევე მექანიკური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაზეა საუბარი, რომლის სახელითაც თითქოს ყველაფერი მოსულა.
ევროპა ცივილიზაციური არჩევანია. დემოკრატია, მართალია მუდმივი ბრძოლის პროცესია, მაგრამ ის საერთოობის მოძიების მუდმივი პროცესიცაა. მხოლოდ ასეთ საერთო ღირებულებებზე შეთანხმებულ პარტიებს შეუძლიათ ქვეყნის ევროპული მომავლის გააზრება, რომელიც საკუთარ თავთან და საკუთარ პოლიტიკურ იდენტობასთან დაბრუნებას (Return back to Europe) გულისხმობს საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნის რეფორმირებული კონსტიტუციის ბოლო (78-ე) მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, “მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.” ამ იდეის ბოლომდე რეალიზება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პროცესს შეუძლია, სადაც საერთო ღირებულებებზე შეთანხმება შემდგარია და ოპონირების მიუხედავად, ერთობლივი მიზანი ქვეყნისა დასახულია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო
ახალი ამბები

ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო

16:33 06-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

15:10 06-20-2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

13:46 06-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved