• რეკლამა
  • კონტაქტი
15:58, ხუთშაბათი, 22 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა მოხდება ახლა?” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
15:16 11-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,326

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

🇩🇪 გერმანიის ისტორიაში პირველი სამსუბიექტიანი სამთავრობო კოალიცია, “შუქნიშნის კოალიცია”, რომელიც სოციალ-დემოკრატებს, მწვანეებსა და ლიბერალებს (თავისუფალ-დემოკრატებს) აერთიანებდა, დაიშალა! რამდენიმე საათის წინ კანცლერმა შოლცმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ფინანსთა მინისტრი “თავისუფალ დემოკრატთა პარტიიდან” – ქრისტიან ლინდნერი. ლინდნერის გათავისუფლებისთანავე მთავრობა დატოვეს სხვა ლიბერალმა მინისტრებმაც.
🔸️ 1949 წლიდან დღემდე გერმანიას, როგორც წესი, ორი პარტიისგან შემდგარი კოალიციები მართავდნენ. ყველაფერი შეიცვალა დიდი პარტიების, სოციალ-დემოკრატებისა და ქრისტიან-დემოკრატების კრიზისის, მათი ელექტორატის დაშლისა და შემცირების შემდეგ; ასპარეზზე ულტრამემარჯვენე პარტიის AfD-ს გამოჩენის გამო! AfD-მ იმხელა მხარდაჭერა მოიპოვა, ისე შეავიწროვა ტრადიციული დემოკრატიული პარტიების მოქმედების არეალი, რომ ძველ, ორწევრიან კოალიციებს უმრავლესობის მოპოვების შანსი მოუსპო.
🔸️ “შუქნიშნის კოალიცია” თავიდანვე უიღბლო გამოდგა. საქმიანობა პანდემიისა და მისგან გამომდინარე უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე დაიწყეს, შოლცისა და მისი მთავრობის არჩევას მალევე მოჰყვა უკრაინაში ომის გაჩაღება. სამი პარტიისგან შემდგარ უმრავლესობას ყველა გეგმა თავზე დაენგრა, მოუწიათ გადაწყობა ისეთ რელსებზე, რომელზეც სვლას არც აპირებდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სოცდეკებისგან, მწვანეებისგან და ლიბერალებისგან შემდგარ კაბინეტს პასუხისმგებლობის აღება მერკელის ეპოქის დასრულების შემდეგ მოუწია, ეპოქიდან გამოსვლის, ახალ ეტაპზე გადასვლის სიმძიმეც მათ დააწვათ მხრებზე.
🔸️ ვინც გერმანიის პოლიტიკას ადევნებს თვალს, ის დამეთანხმება, რომ ბოლო სამი წელი “შუქნიშნის კოალიციამ” მუდმივ დავაში, კამათსა და დაძაბულობაში გაატარა. ჯერ მწვანეების “გათბობის კანონის” გამო დახოცეს ერთმანეთი. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ჰაბეკმა გათბობის სისტემების კლიმატის მიმართ მეგობრულ ტექნოლოგიებზე ნელ-ნელა გადაწყობა მოითხოვა, ომისა და ენერგეტიკული კრიზისის ფონზე !!! შემდეგ ბიუჯეტის ყოველი მიღება მთავრობის წევრთა მუდმივი, საჯარო დაპირისპირების შუქზე წარიმართებოდა. ჩხუბობდნენ ატომური ენერგიის გამოყენების თაობაზე, ფერმერთათვის დიზელის სუბსიდირებაზე და ა.შ.
🔸️ კოალიციის ჩამოშლის საბოლოო მიზეზიც ეკონომიკა აღმოჩნდა. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, იაფი ენერგორესურსების წყაროს დაკარგვის კვალდაკვალ ევროპის უმდიდრეს ქვეყანას უჭირს, რეცესია აქვს, ჯერ ვერ გადაეწყო ახალ მოდელზე. სოციალ-დემოკრატები და მწვანეები ემხრობიან ე.წ. “ვალების მუხრუჭის” შერბილებას, რათა შესაძლებელი გახდეს ინვესტიციების მობილიზება, რაც ლიბერალებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
🔸️ გფრ-ის წარსულს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თავიანთი ეგოისტური, პარტიული ინტერესების გამო ლიბერალები სამთავრობო კოალიციებს შლიან. 1966, 1982 წლებშიც დაშალეს თავისუფალმა დემოკრატებმა მთავრობები, დაარღვიეს კოალიციის შეთანხმება, წარმოქმნეს კრიზისები პარტიის გავლენის გადასარჩენად.
ამჟამად, გერმანელი ლიბერალები ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე დგანან! ლიბერალურ ეკონომიკურ ხედვებს მათზე უკეთ იცავენ მერცის ყაიდის ქრისტიან-დემოკრატები და ულტრამემარჯვენეები, ლიბერალური კულტურული პოლიტიკის დროშა მათზე მაღლა აქვთ აღმართული მწვანეებს… საკუთარი ნიშის გამოსაკვეთად თავისუფალ დემოკრატებს მთავრობაში ეფექტიანი საქმიანობაღა ჰქონდათ დარჩენილი, იქ კი ლიბერალთა ლიდერ ლინდერს ყოველ ნაბიჯზე უწევდა კომპრომისები სოცდეკებთან. შედეგად, 2021 წლის შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებზე ლიბერალები უფსკრულში გადაიჩეხნენ, კენჭისყრა კენჭისყრაზე წააგეს, დაკარგეს წარმომადგენლობა არაერთ ადგილობრივ პარლამენტში… დედა ეტირათ! ლინდნერიც გამოიქცა მთავრობიდან და იმედი მაქვს ამ უპასუხისმგებლობის გამო უმკაცრესად დაისჯება.
🔸️ რა მოხდება ახლა?
კანცლერი შოლცი 15 იანვარს ბუნდესტაგის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხს დააყენებს. პარლამენტში უმრავლესობა აღარ არსებობს, ნდობის საკითხი ჩავარდება და ხელ-ფეხი გაეხსნება პრეზიდენტ შტაინმაიერს 2025 წლის მარტში ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის.
ასეთი ამბავიც ბევრჯერ მომხდარა გფრ-ში, 1972 და 1983 წლებში ვილიმ და ჰელმუთ კოლმა ჩააგდეს მთავრობისადმი ნდობის საკითხი, რათა ხელახალი არჩევნები დაენიშნათ და პარლამენტში პოზიციები გაემყარებინათ. 2001 წელს ავღანეთში ჯარისკაცების გაგზავნის შემდეგ იგივე მოიმოქმედა შრიოდერმა და ა.შ.
🔸️ ვინ არის ყველაზე ბედნიერი ადამიანი თანამედროვე გერმანიაში?
ქრისტიანული ოპოზიციის ლიდერი ფრიც მერცი! მის შესახებ ვლოგის მომზადება უკვე დაწყებული მქონდა, რა ვიცოდი, რომ ასეთი ამბავი წამოგვეწეოდა.
შეიძლება იყოს road გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
ახალი ამბები

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

14:50 01-21-2026
თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

14:07 01-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved