• რეკლამა
  • კონტაქტი
12:21, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა მოხდა ირანში ბოლო 48 საათში – თავდასხმები რეჟიმზე, დამწვარი შენობები და დაღუპული ადამიანები

ალია ავტორი - ალია
14:18 01-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
346
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ირანში სისხლიანი შეტაკებების ფონზე ინტერნეტი გამორთული ან მაქსიმალურად შეზღუდულია. ახლახანს, აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთი ღია მუქარა შეუთვალა რეჟიმს და განაცხადდა, რომ მძიმე დარტყმას განახორციელებს თუკი დემონსტრანტების ხოცვა გაგრძელდებაო. ეს მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლაა რეჟიმზე და მორალური მხარდაჭერა დემონსტრანტებისათვის თუ რეალური ნაბიჯების გადადგმის წინაპირობა – ვიხილავთ ახლო მომავალში.
ჯერჯერობით რეჟიმი ძალას არ იშურებს და ტყვიებს ესრვის საკუთარ ხალხს. დიდ ქალაქებში შეიარაღებული ძალები არიან მობილიზებული. შესაძლოა ქალაქების თავზე არასაფრენი ზონა გამოცხადდეს.
ბოლო 48 საათია სიტუაცია განსაკუთრებით კრიტიკულია. დაღუპულია 40-მდე ადამიანი, მათ შორის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებიც. დემონსტრანტებმა ფარსის პროვინციაში სოლეიმანის ქანდაკება დაანგრიეს და დაწვეს, რაც რეჟიმის სიმბოლოების წინააღმდეგ პირდაპირ თავდასხმას ნიშნავს. ქვეყნის რამდენიმე ქალაქში იწვის სამთავრობო შენობებიც.
ქვეყნის დასავლეთით რამდენიმე დასახლებაში, მათ შორის ქურთულ რაიონებში, მოსახლოების ნაწილმა წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. ქვეყნის სამხრეთით, ბალოჯისთანში პოლიციურ ძალებზე და ოფიცრებზე სასიკვდილო თავდასხმაც განხორციელდა. რეჟიმის საყრდენებზე – ბასიჯისა და ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის (IRGC) შეიარაღებულ წარმომადგენლებზე – მანქანებით შეჯახებისა და თავდასხმის ინციდენტიც მოხდა. ანუ ხალხი იმაზე გაბედულად მოქმედებს, ვიდრე აქამდე მოქმედებდა. ეს კი ისლამური რეჟიმისათვის შეიძლება ცუდი რამის მომასწავებელი გახდეს. წინააღმდეგობის ზრდამ და თუნდაც ლოკალურმა წარმატებათ თოვლის გუნდის ეფექტი შეიძლება მოახდინოს და აიყოლიოს სხვები.
ახლა რეჟიმი ძალიან რთულ სიტუაციაშია. ერთდროულად ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ეკოლოგიური კრიზისია ქვეყანაში. მოსახლოებას წყალი დეფიციტში აქვს, ვალუტა უფასურდება, სოციალური თავისუფლება შერჩევითად გამოიყენება ხოლო რეჟიმი პირდაპირი მნიშვნელობით დაბერდა და 2025 წელს ისრაელთან წაგებული ომის ფონზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას.
რეჟიმი ახლა ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. რეჟიმს ეკონომიკური ინიციატივები და ფინანსები ცოტა აქვს შესათავაზებლად, ხოლო ამა თუ იმ სოციალური რეფორმების გატარება რამდენჯერმე თითქოს დაითქვა, მაგრამ არ შესრულდა და მოქმედი აიათოლა ხამენეის პერიოდში რთულად წარმოსადგენია შესრულდეს კიდეც. დაპირებები რომც გიაცეს – მაინც. რეალურად, დიქტატურა, რომელსაც ლეგიტიმაცია გამოეცალა და რომელიც საკუთარ ხალხს ომს უცხადებს, ძალაუფლებას მხოლოდ ტერორით ინარჩუნებს.
თუ რეჟიმმა ამ ტალღის გადაგორება შეძლო და “გამარჯვებას” მიაღწია, ჩვენ ვიხილავთ არა უბრალოდ რეპრესიებს, არამედ – სისხლისღვრასა და წმენდას. მათ შორის ეთნიკურად არასპარსულ მოსახლეობაში, რომელთა რაოდენობა მინიმუმ 40%-ია. მაგრამ ახლა რაც ირანში ხდება ეს არ არის ეთნო-ნაციონალური რევოლუცია: არც სპარსულ და არც არასპარსულ მოსახლოებაში ისლამური მთავრობა პოპულარული აღარ არის. დემონსტრანტი ქალი გუშინ სკანდირებდა “47 წელი მკვდარი ვარ და ახლა ვეღარ მომკლავთო” – 47 წლის წინ მომხდარ ისლამურ რევოლუციაზე მიანიშნებდა იგი. მაგრამ რეჟიმი ახლა ყველზე საშიშია რადგან – დაჭრილი მხეცია ყველაზე საშიში. სწორედ ამიტომაა, რომ დემონსტრანტები საშინელ ამბებს ყვებიან – რეჟიმის ბანდები მომიტინგეებს ურეკავენ და მათი ოჯახის წევრების დახოცვით ემუქრებიან.
საბოლოოდ რეჟიმი ისეთ მდგომარეობაშია, რომ მას პერიოდულად, ყოველ 3-4 წელიწადში ერთხელ უწევს რყევების გადატანა. ამ ქაოსის ფონზე როდის ვერ გაუძლებს რეჟიმი და ჩამოიშლება – საკითხავია.
ირანი, რუსულ-ჩინურ ღერძში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი და საშიში ძალაა. როგორც რეჟიმის ჩამოშლაზე, ისე მის შენარჩუნებაზე გარე ძალები ირანის შიგნით, რომ მოქმედებდნენ სრულიად მოსალოდნელია. ფსონი ყველა მხრიდან ძალიან მაღალია. არ დაგვავიწყდეს, რამდენიმე დღის წინ ევროპის კონტინენტის მიმართულებით აშშ-მ დანაყოფების გადასროლა დაიწყო, რომელიც რაიმე ფორმით დაკავშირებული იქნება ირანთან თუ სანქცირებულ რუსულ ჩრილოვან ფლოტზე სანადიროდ გამოიყენებოდნენ ისინი – შევიტყობთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა

14:00 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა

13:23 10-07-2026
ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

17:37 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved