საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ირანში სისხლიანი შეტაკებების ფონზე ინტერნეტი გამორთული ან მაქსიმალურად შეზღუდულია. ახლახანს, აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთი ღია მუქარა შეუთვალა რეჟიმს და განაცხადდა, რომ მძიმე დარტყმას განახორციელებს თუკი დემონსტრანტების ხოცვა გაგრძელდებაო. ეს მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლაა რეჟიმზე და მორალური მხარდაჭერა დემონსტრანტებისათვის თუ რეალური ნაბიჯების გადადგმის წინაპირობა – ვიხილავთ ახლო მომავალში.
ჯერჯერობით რეჟიმი ძალას არ იშურებს და ტყვიებს ესრვის საკუთარ ხალხს. დიდ ქალაქებში შეიარაღებული ძალები არიან მობილიზებული. შესაძლოა ქალაქების თავზე არასაფრენი ზონა გამოცხადდეს.ბოლო 48 საათია სიტუაცია განსაკუთრებით კრიტიკულია. დაღუპულია 40-მდე ადამიანი, მათ შორის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებიც. დემონსტრანტებმა ფარსის პროვინციაში სოლეიმანის ქანდაკება დაანგრიეს და დაწვეს, რაც რეჟიმის სიმბოლოების წინააღმდეგ პირდაპირ თავდასხმას ნიშნავს. ქვეყნის რამდენიმე ქალაქში იწვის სამთავრობო შენობებიც.ქვეყნის დასავლეთით რამდენიმე დასახლებაში, მათ შორის ქურთულ რაიონებში, მოსახლოების ნაწილმა წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. ქვეყნის სამხრეთით, ბალოჯისთანში პოლიციურ ძალებზე და ოფიცრებზე სასიკვდილო თავდასხმაც განხორციელდა. რეჟიმის საყრდენებზე – ბასიჯისა და ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის (IRGC) შეიარაღებულ წარმომადგენლებზე – მანქანებით შეჯახებისა და თავდასხმის ინციდენტიც მოხდა. ანუ ხალხი იმაზე გაბედულად მოქმედებს, ვიდრე აქამდე მოქმედებდა. ეს კი ისლამური რეჟიმისათვის შეიძლება ცუდი რამის მომასწავებელი გახდეს. წინააღმდეგობის ზრდამ და თუნდაც ლოკალურმა წარმატებათ თოვლის გუნდის ეფექტი შეიძლება მოახდინოს და აიყოლიოს სხვები.ახლა რეჟიმი ძალიან რთულ სიტუაციაშია. ერთდროულად ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ეკოლოგიური კრიზისია ქვეყანაში. მოსახლოებას წყალი დეფიციტში აქვს, ვალუტა უფასურდება, სოციალური თავისუფლება შერჩევითად გამოიყენება ხოლო რეჟიმი პირდაპირი მნიშვნელობით დაბერდა და 2025 წელს ისრაელთან წაგებული ომის ფონზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას.რეჟიმი ახლა ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. რეჟიმს ეკონომიკური ინიციატივები და ფინანსები ცოტა აქვს შესათავაზებლად, ხოლო ამა თუ იმ სოციალური რეფორმების გატარება რამდენჯერმე თითქოს დაითქვა, მაგრამ არ შესრულდა და მოქმედი აიათოლა ხამენეის პერიოდში რთულად წარმოსადგენია შესრულდეს კიდეც. დაპირებები რომც გიაცეს – მაინც. რეალურად, დიქტატურა, რომელსაც ლეგიტიმაცია გამოეცალა და რომელიც საკუთარ ხალხს ომს უცხადებს, ძალაუფლებას მხოლოდ ტერორით ინარჩუნებს.თუ რეჟიმმა ამ ტალღის გადაგორება შეძლო და “გამარჯვებას” მიაღწია, ჩვენ ვიხილავთ არა უბრალოდ რეპრესიებს, არამედ – სისხლისღვრასა და წმენდას. მათ შორის ეთნიკურად არასპარსულ მოსახლეობაში, რომელთა რაოდენობა მინიმუმ 40%-ია. მაგრამ ახლა რაც ირანში ხდება ეს არ არის ეთნო-ნაციონალური რევოლუცია: არც სპარსულ და არც არასპარსულ მოსახლოებაში ისლამური მთავრობა პოპულარული აღარ არის. დემონსტრანტი ქალი გუშინ სკანდირებდა “47 წელი მკვდარი ვარ და ახლა ვეღარ მომკლავთო” – 47 წლის წინ მომხდარ ისლამურ რევოლუციაზე მიანიშნებდა იგი. მაგრამ რეჟიმი ახლა ყველზე საშიშია რადგან – დაჭრილი მხეცია ყველაზე საშიში. სწორედ ამიტომაა, რომ დემონსტრანტები საშინელ ამბებს ყვებიან – რეჟიმის ბანდები მომიტინგეებს ურეკავენ და მათი ოჯახის წევრების დახოცვით ემუქრებიან.საბოლოოდ რეჟიმი ისეთ მდგომარეობაშია, რომ მას პერიოდულად, ყოველ 3-4 წელიწადში ერთხელ უწევს რყევების გადატანა. ამ ქაოსის ფონზე როდის ვერ გაუძლებს რეჟიმი და ჩამოიშლება – საკითხავია.
ირანი, რუსულ-ჩინურ ღერძში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი და საშიში ძალაა. როგორც რეჟიმის ჩამოშლაზე, ისე მის შენარჩუნებაზე გარე ძალები ირანის შიგნით, რომ მოქმედებდნენ სრულიად მოსალოდნელია. ფსონი ყველა მხრიდან ძალიან მაღალია. არ დაგვავიწყდეს, რამდენიმე დღის წინ ევროპის კონტინენტის მიმართულებით აშშ-მ დანაყოფების გადასროლა დაიწყო, რომელიც რაიმე ფორმით დაკავშირებული იქნება ირანთან თუ სანქცირებულ რუსულ ჩრილოვან ფლოტზე სანადიროდ გამოიყენებოდნენ ისინი – შევიტყობთ.














კომენტარები