• რეკლამა
  • კონტაქტი
10:58, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა მოხდა ინგლისში სკოლების გახსნის შემდეგ? – “სკოლების გახსნა უბრალოდ სურვილზე არ არის დამოკიდებული” – ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
20:46 09-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი:

“სასწავლო პროცესის განახლება სკოლებში…ამ საკითხის ირგველივ საუბრები ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის ისეთებშიც სადაც მოზრდილი მოსახლეობის 70%-ზე მეტი აცრილია და სადაც სასკოლო პროცესი რომ დაწყებულიყო, 12 წლის ზემოთ აცრებიც კი დაიწყეს სექტემბრის დასაწყისში. ამას დაემატა მასწავლებლების და სკოლაში მომუშავე სხვა პერსონალის ვაქცინაცია (დიდი ხნით ადრე და არა სკოლის გახსნის დღეს), ტესტირების გამართული სისტემა (2-3 ჯერ კვირაში), სკოლებში ვენტილაციის სისტემების განახლება და გამართვა, პირბადეების ტარების და დისტანციის დაცვის წესების მრავალჯერადი შეხსენება და ტრეინინგი., სიმპტომების შემთხვევაში სკოლაში არ წასვლის აუცილებლობაზე საუბრები და ბევრი სხვა რამ..მოკლედ დიდი და კომპლექსური მომზადება და არა მხოლოდ გახნის სურვილი უამრავი პასუხგაუცემელი კითხვით

გაერთიანებულ სამეფოში მსჯელობა სკოლების გახსნაზე და ბავშვების აცრაზე დიდი ხანია მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება. ძალზედ საინტერესოა რომ ამ ქვეყანაში ყოველკვირეულად ქვეყნდება ისეთი სტატისტიკური ინფორმაცია როგორიცაა მაგალითად მოსწავლის არყოფნა, და მაგალითად COVID-19– თან დაკავშირებული არყოფნა მოიცავს:

კორონავირუსის საეჭვო შემთხვევა

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა

მოსწავლეები არ იმყოფებიან შეზღუდვების გამო, რომლებიც დაწესებულია ეპიდემიის მართვის მიზნით

მოსწავლეები არიან იზოლირებული სხვა მიზეზების გამო

მოსწავლეები ვერ დაესწრებიან სკოლას, რადგან მათი სკოლა დახურულია COVID-19– ის გამო

NHS Test and Trace– ით იზოლირებული მოსწავლეები, რომლებიც 18 წელზე უფროსი ასაკისა არიან და სრულად არ არიან აცრილნი

ბოლო მაჩვენებლებით რომელიც გამოქვეყნდა ჩანს რომ

16 სექტემბერს ყველა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სკოლებში კოვიდთან დაკავშირებული მოსწავლეთა არყოფნა იყო ყველა არყოფნის შემთხვევის 1.5%.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დაწყებით სკოლებში, 16 სექტემბერს კოვიდთან დაკავშირებული არყოფნის შემტხვევები იყო 1.4%.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საშუალო სკოლებში, 16 სექტემბერს COVID– თან დაკავშირებული არყოფნის შემთხვევები იყო1.6%.

წარმოიდგინეთ რა ინფორმაციას ამუშავებს და აქვეყნებს ქვეყანა რომელიც ზრუნავს მისი ბავშვების და მოსახლოების ჯანმრთელობაზე. ამავდროულად ეს ეხმარება ქვეყანას მონაცემთა ანალიზის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილებები და მოსახლეობასაც დაანახოს რა დგას მათი გადაწყვეტილებების უკან

ბოლოს კი გრაფიკი, რომელის აჩვენებს ინგლისში მომატებულ შემთხვევებს სკოლების გახსნის შემდეგ …ეს ისე, ინფორმაციისათვის, რომ სკოლების გახსნა უბრალოდ სურვილზე არ არის დამოკიდებული და უამრავი რამ არის გასაკეთებელი რათა სიტუაცია უმართავი არ გახდეს”

თეგები: ზაზა წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved