• რეკლამა
  • კონტაქტი
07:00, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა მოიფიქრა „ოცნებამ“ ოპოზიციის გეგმების ჩასაშლელად

ალია ავტორი - ალია
20:13 11-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

ანი დვალიშვილი

წესითა და რიგით, ახლადარჩეულმა საკრებულოებმა პირველი სხდომა 25 ნოემბერს უნდა გამართონ. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო დაგეგმილი და საამისოდ ყველაფერიც მზად გახლდათ. უფრო მეტიც, საკრებულოს ახლადარჩეული წევრები გააფრთხილეს კიდეც, რომ ისინი 25 ნოემბერს უნდა გამოცხადებულიყვნენ, თუმცა…

მოგეხსენებათ, რამდენიმე მუნიციპალიტეტისა თუ თვითმმართველი ქალაქის საკრებულო ოპოზიციურია, ანუ უმრავლესობაში სწორედ ოპოზიციის წევრები არიან. მაგალითისთვის, წალენჯიხის საკრებულო ლამის მთლიანად ოპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს სწორედ ისინი დაგეგმავენ და როგორც უნდათ, ქალაქსა თუ რაიონს ისე მოარგებენ. აი, სხვაგან კი, მაგალითად რუსთავში, არის უდიდესი ალბათობა იმისა, რომ ოპოზიციურმა საკრებულომ (16 წევრი ოცნებას ჰყაავს, 16 ნაციონალურ მოძრაობას და 3 გიორგი გახარიას პარტიას) ახალი ბიუჯეტი ზედიზედ სამჯერ ჩააგდოს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ახლადარჩეული მერის, ანუ ქალბატონი ნინო ლაცაბიძის იმპიჩმენტს. იგივე შეიძლება მოხდეს სხვაგანაც.

„სწორედ ამიტომ, იმ მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში, სადაც ოპოზიცია უმრავლესობაშია და შესაძლებელია ბიუჯეტი ჩავარდეს, ახალი საკრებულოები 3 დეკემბერს შეიკრიბებიან. 3 დეკემბერი არის ბოლო ვადა, სადამდეც ძველ საკრებულოს აქვს ფუნქციონირების უფლება. ჰოდა, 3 დეკემბრამდე  2022 წლის ბიუჯეტს სწორედ ძველი საკრებულო დაამტკიცებს, რითიც ოპოზიციურ საკრებულოებს შესაძლებლობას მოუსპობს ბიუჯეტი ჩააგდონ და ახლადარჩეული მერების იმპიჩმენტის საკითხი დააყენონ“, – ეუბნება „ალიას“ წყარო.

თეორიულად, „ოცნება“ უკანონოს არაფერს ააკეთებს, პრაქტიკულად კი, მომავალი წლის ბიუჯეტს იღებს ის ხალხი, ვინც მას აღარ განკარგავს, მაგრამ ეს კანონდარღვევა არ არის და ამიტომ, ნაციონალების ფიქრები (განსაკუთრებით რუსთავის მიმართულებით) რომ არეულობას მოაწყობდნენ და მერის იმპიჩმენტს მოითხოვდნენ, ფიქრადვე დარჩება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved