საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნამახვანჰესზე საუბრისას, ამბობს:
“ნამახვანის პრობლემა, მოგეხსენებათ, მემკვიდრეობით დამხვდა და ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც დაგვხვდა ეს პროექტი – 100 წელი და ასე შემდეგ, მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ პროექტს – ეს ერთი. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით და მე დიდი იმედი მაქვს, დავითანხმებთ, ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასიკეთო ინტერესებზე რომ წამოვიყვანოთ და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ეს პროექტი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ შორის, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის.”
კონკრეტულად რა მემკვიდრეობას გულისხმობს “პრობლემაში” პრემიერი”, უშულოდ ნამოხვანჰესის პროექტს, თუ მინისტრებს, რომლებმაც ამ პროექტს ხელი მოაწერეს და მათ შორის, ეკონომიკის მინიტრ თურნავას – უცნობია.
კომენტარები