• რეკლამა
  • კონტაქტი
07:55, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს სააკაშვილიო… მდგომარეობამდე მიიყვანეს სერგო თეთრაძე, სულხან მოლაშვილი…” – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
16:50 07-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,516

ექსპერტი ამირან სალუქვაძე:

,,სააკაშვილი, ზელენსკი…

უაღრესად შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია ზელენსკის გადაწყვეტილება ჩვენი ელჩის გამოზევევასთან დაკავშირებით.

უკვე ბევრჯერ ითქვა და დაიწერა, რომ ერთადერთი საელჩო იყო, რომელიც კიევის ალყის დროს აგრძელებდა საქმიანობას და ეს იყო არა საელჩოს, არამედ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება. ამერიკამაც კი თავისი საელჩოს ევაკუაცია მოახდინა და ლვოვში გადაიტანა.

თუ ოპოზიცია ხარ, ხელისუფლებასთან ბრძოლა შენი დანიშნულებაა, მაგრამ როცა ებრძვი სახელმწიფოს, მის ინტერესებს და პრესტიჟს, მე-5 კოლონა ხარ. ეს მათი მისამართით, ვისაც სიხარული მოგანიჭათ. არცაა გასაკვირი, როცა წინაპრების და ჩვენი თანამედროვეობის გმირების სისხლით გაჟღენთილ მიწას, ქვების გროვას უწოდებთ.

ზელენსკის კომენტირება არც ღირს.

რაც შეეხება სააკაშვილს, ერთ თვეში სტრასბურგში ორი საქმე წააგო. ერთი ეხებოდა მის ყოფნას ვივა მედში და სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას, რაზეც უარი მიიღო, მეორე კი ჯერ კიდევ პეტრო პოროშენკოს დროს მის დაკავებას.

ჰოდა, ასეთი კითხვა მაქვს. ხომ გახსოვთ ის კადრები, სახურავზე რომ დააკავეს? აი ეს საქმე წააგო ახლა, ერთი თუ ორი კვირის წინ. ამ საქმეში ხომ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაობდა? საინტერესოა უკრაინის ხელისუფლებამ რატომ არ შეაშველა ერთი სიტყვა, რომ პოროშენკომ უკანონოდ დააკავა?

ანუ, რა გამოდის, უკრაინამ 2017 წელს კანონიერად დააკავა და საქართველომ ორგზის მსჯავრდებული და სამგზის ბრალდებული, რომელიც ფარულად შემოიპარა, უკანონოდ დააპატიმრა? სადაური ლოგიკაა?

საპატიმროში, ანუ ვივა მედში ყოფნის სამართლებრივი შეფასება დადო სტრასბურგმა.

განაჩენებს არც ასაჩივრებენ, არც აღიარებენ, ხალხს ბოდიშს არ უხდიან. ფიქრობენ ხალხს ყველაფერი მოეჩვენა და მათ მიმართ უსამართლო პრეტენზიები აქვთ.

ვკითხულობ პოსტებს, კომენტარებს, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს სააკაშვილიო… მდგომარეობამდე მიიყვანეს სერგო თეთრაძე, სულხან მოლაშვილი და უამრავი სხვა. გამოუფინეთ ახლიდან ფოტოები. სააკაშვილს ვინმე თითით ეხება, ან კვების, ან მკურნალობის უფლებას უზღუდავს? 24 საათიანი ვიდეო თვალთვალის ქვეშაა. მოწამვლა არ დადასტურდა. დადეთ ვიდეო, რომ კლინიკაში ცუდად ექცევიან და პირველი დავუჭერ მხარს მის გამოშვებას. თუ ეს ასე არაა, დანარჩენი სამართლებრივი დავის საკითხია.

არავის ციხეში ყოფნით არ ვხალისობ, გინდათ სააკაშვილი იყოს, გინდათ ქარდავა, გინდათ სხვა ვინმე. ხალისობა ის იყო, საღამოს რომ იკრიბებოდა ღამის მთავრობა და ხალხის ჩაგვრის ისტორიებით ხალისობდნენ. სხვათაშორის, ქარდავა და მისი კოლეგები რომ სხედან, სააკაშვილის ბრალია და არა მხოლოდ მისი. მისი შექმნილი და წახალისებულია როგორც სიტყვიერად, ისე თანამდებობებით, მედლებით და ორდენებით. ეს ისე…”

თეგები: ამირან სალუქვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved