შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
“არსებობს უამრავი კომპონენტი, ეს უწყვეტი პროცესია და გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ რამდენიმე კვირა დასჭირდება.”
კონკრეტულად კი, აღნიშნა, რომ სწავლობენ ინფორმაციებს რუსეთის წარმომადგენლების მიერ თალიბებისთვის თანხის გადახდის, ავღანეთში ამრიკელების მკვლელობისთვის პრემიების დაწესებისა და აშშ-ის სამთავრობო უწყებებზე რუსი ჰაკერების კიბერშეტევების შესახებ.
კომენტარები