• რეკლამა
  • კონტაქტი
00:19, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა კავშირშია დილით ჩაის დალევა ბიუროს სხდომასთან? – როდის უნდა გაიღვიძოს მაჭარაშვილმა და როდის უნდა დალიოს ჩაი, რომ ბიუროს სხდომას “მიუსწროს”? – ვიდეო

ალია ავტორი - ალია
15:20 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

კომიტეტის სხდომა დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. 

მმართველი პარტია დღეს ამტკიცებს, რომ  ინსპექტორის სამსახურის არსებობა საჭირო არ არის, თუმცა ვერ პასუხობს კითხვას, მაშინ რატომ შექმნა ეს უწყება “ქართულმა ოცნებამ” თავად მხოლოდ ორი წლის წინ. სხდომას ლონდა თოლორაიაც ესწრება.

ანა ნაცვლიშვილი:

“რატომ არ მოხვედით ბიუროს სხდომაზე? რატომ გაიქეცით ბრძოლის ველიდან? არ მეგონა, რომ ასე შეგაშინათ ამ ალტერნატიულმა კანონპროექტმა. მაინტერესებს გაქვთ თუ არა მორალური დიკომფორტი  თქვენ, მიხეილ სარჯველაძესა და გურამ მაჭარაშვილს ის, რომ ასე არაპატიოსნად გინდათ ჩაჩეხოთ ალტერნატიული კანონპროექტი. შემდეგ ცვლილებას უნდა ველოდოთ, რომ რეგლამენტის 108-ე მუხლს ამოიღებთ? არ მოგწონთ?! გაქვთ თუ არა მორალური დისკომფორტი იმის გამო, რომ უწესო წესებით იბრძვით ადამიანის უფლებათა კომიტეტში. იქნებ გვითხრათ, ვინ არის ის ერთი კაცი, რომლის ჭკუაზეც ახლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ცვლით?”

გურამ მაჭარაშვილმა ნაცვლიშვილის საპასუხოდ თქვა:

“ქალბატონო ანა, თქვენ დღის წესრიგს მიდგენთ, დილით როდის გავიღვიძო, ჩაი როდის დავლიო და ბიუროზე როდის მოვიდე”–  მიმართა მაჭარაშვილმა ნაცვლიშვილს. 

უცნობია, რა კავშირშია ჩაის დალევა ბიუროს სხდომაზე არმისვლასთან, სამსახურში არ მისვლასთან – ვერ ესწრება ერთად ბიუროს სხდომაზე მისვლა და ჩაის დალევა? რომელი უნდა გავაუქმოთ, ჩაის დალევა, თუ ბიუროს სხდომა?

გამომდინარე იქედან, რომ ბიუროს სხდომას უმრავლესობა დღეს არ დაესწრო, როგორც ჩანს, ჩაის დალევა ძალაში რჩება და ბიუროს სხდომები უქმდება, რა გითხრათ…

თეგები: გურამ მაჭარაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved