• რეკლამა
  • კონტაქტი
15:19, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რა კარგია… მანქანების გარეშე!“ – სასულიერო პირების ინიციატივა

ალია ავტორი - ალია
23:38 04-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, ავტომობილების ნაცვლად, ველოსიპედები გამოიყენონ. ამასთან დაკავშირებით, მამა ალექსანდრე სოციალურ ქსელში პოსტს და ფოტოს ავრცელებს:

„გაზაფხული, სუფთა ჰაერი, კარგი ამინდი და ველოსიპედი. მე თუ გამომივიდა, ყველას გამოუვა!
რა კარგია მშვიდი თბილისი, მანქანების გარეშე!“ – წერს დეკანოზი.

მამა ალექსანდრეს მოწოდებას, მრევლი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„რა მაგარია მამაო! – ყველაფერში რომ სამაგალითო ხართ, მეამაყებით! – შემოგიერთდებით მამაო,
აღარ გვინდა მანქანები! – გავხადოთ თბილისი ველოს ქალაქი! – მე გავდივარ დღეს და იმედია, გამომივა! – ყველაფერი გამოგვივა!“- წერენ კომენტარებში.

„თუ ჩვენ გვეკუთნის ეს ქალაქი, უნდა გამოგვივიდეს! სანაპიროზე გავისეირნოთ ყველამ ერთად, სოციალური დისტანციის დაცვით!“ – წერს მამა ალექსანდრე.

დეკანოზ ალექსანდრე გალდავას ინიციატივას, ასევე უერთდება სენაკის ცენტრში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ბართლომეც.

სასულიერო პირებს, ასევე მხარს უჭერს, ბორჯომის წმ. დავით აღმაშენებელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა არჩილი, რომელიც სახლიდან ტაძრამდე, ნათხოვარი ველოსიპედით დადის:

„ეს აკრძალვა და შეზღუდვა რომ დააწესეს, ავტომანქანებით გადაადგილებაზე, ჩემი მრევლისგან ველოსიპედი ვითხოვე და ასე დავდივარ. ბორჯომში, ვაშლოვანის დასახლებაში ვცხოვრობ, იქიდან ტაძარში წირვა-ლოცვაზე ჩარხისწყალზე ველოსიპედით მივდივარ. ვფიქრობ, მომავალში შეზღუდვა რომ მოიხსნება, ველოსიპედით გავაგრძელო სიარული“ – აცხადებს ტელეკომპანია „ბორჯომთან” საუბრისას მამა არჩილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved