,,მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამის უკრაინელი იულია პრიხნოს მიერ გამოქვეყნებულ, ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი კატების ფოტოს აზიარებს და წერს:
,,ომი ყველასთვის ომია
აქვე, ქართველ ენათმეცნიერებს და ლინგვისტებს ვურჩევდი, რა ჯგუფის არსებითი სახელებიდან ამოიღონ ცხოველები და ვინ ჯგუფის არსებით სახელებში გადაიტანონ. ცივილიზებული სამყაროს ყველა ენაში ცხოველებს, ისევე როგორც ადამიანებს, დაესმით კითხვა “ვინ” და არა “რა”. ქართულში კი მხოლოდ ადამიანს და ღმერთს. მშვენიერი ილუსტრაციაა ჩვენი აბუჩად ამგდები დამოკიდებულების ცხოველების მიმართ და უნდა შეიცვალოს!”
კომენტარები