• რეკლამა
  • კონტაქტი
21:24, შაბათი, 24 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა გველოდება „ცელსიუსში“? – „საშიში ცელსიუსელები“

ალია ავტორი - ალია
13:44 07-03-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,972

რა იცით ცელსიუსზე? – დღეს თბილისში +30 გრადუს ცელსიუსია ტემპერატურა და არისტონის კონდიციონერი გაქვს ჩართული? – ხო, არა, ეგ სხვა ცელსიუსია, მე იმ ცელსიუსს ვკითხულობ, რომელიც არისტონის ტექნიკით გვპირდება, რომ ზამთარში თბილს და ზაფხულში გრილს გახდის ჩვენ სახლს – რა იცი ამ ცელსიუსზე?

20 ადამიანს ვთხოვე 2–3 სიტყვით შეეფასებია მაღაზიათა ქსელი „ცელსიუსი“.

პირველი, მეცხრე, მეთერთმეტე და მეთხუთმეტე მპასუხობს: – არისტონის ტექნიკა
მეშვიდე, მერვე, მეთორმეტე და მეცხრამეტე – ცენტრალური გათბობის ქვაბი.
მეორე, მეცამეტე, მეთოთხმეტე, მეთექვსმეტე – „ბაკი“ „კალონკა“, თერმოსტატი.
მესამე, მეხუთე, მეათე, მეცხრამეტე – კონდიციონერი, გათბობის რადიატორი
მეოთხე, მეჩვიდმეტე, მეთვრამეტე, მეოცე – გრილი, თბილი, კომფორტული

როგორც ხედავთ, პროცენტულად, ყველა პასუხი ერთნაირად გადანაწილდა. ასეა, თუ რამის გაგება გსურს, თავად უნდა ადგე და მიხვიდე – წავედი დიღომში, ცელსიუსის ერთ–ერთ ფილიალში, ბელიაშვილის 136 ნომერში. მაღაზიაში რამდენიმე ადამიანს უკვე ემსახურებოდნენ „ცელსიუსელები“. უბრალოდ ავედევნე და საუბარს ვისმენდი, იქნებ, რამე ისეთს მოვკრა ყური. იცოდით, რომ ცელსიუში გათბობის სისტემის პროექტირება უფასოა? – მყიდველმა უკვე იცოდა, მეტიც, უკვე ნაყიდი ჰქონდა ცელსიუსიდან გათბობის სისტემა და კმაყოფილი იყო, აჰა, ესე იგი, გათბობის ქვაბები მართლაც კარგი ჰქონიათ. ახლა მყიდველი კონდიციონერს არჩევდა. იცოდით, რომ არისტონის ახალი მოდელის კონდიციონერებს ავტომატური თვითწმენდა, ღამის რეჟიმი, WI-FI მხარდაჭრა, იონიზატორი და სოკოს საწინააღმდეგო ფილტრი აქვთ? – კონდიციონერზეც მართალი უთქვამთ.

მივადექი „ბაკების“ განყოფილებას, იქაც რამდენიმე ადამიანი ტრიალებდა, იცით, რომ არისტონს ისეთი „ბაკებიც“ აქვს, რომლებიც აღჭურვილია RCD-ის უსაფრთხოების სისტემით, ჭკვიანი ეკრანით და Eco Evo ფუნქციით, (ენერგიის დაზოგვა 14% –მდე) და შეუძლია უხმაუროდ გააცხელოს წყალი? – კარგი, უსაფრთხოების სისტემა გავიგე, ენერგიის დაზოგვაც, წყლის უხმაუროდ გაცხელებაც, და ჭკვიანი ეკრანი რაღა საჭიროა? ჭკვიანი სახლი გამიგია, ჭკვიანი „ბაკი“ აღარ გამიგია და ის იყო, კითხვა უნდა დამესვა, რომ „ცელსიუსელმა“ განმარტა და თურმე, ჭკვიანი ეკრანით ტემპერატურის კონტროლია შესაძლებელი. ისე გაეხარდა კლიენტს, მივხვდი, რომ რაღაცა ძალიან კარგი და კომფორტული რამეა ეს ჭკვიანი ეკრანი და ან, რამ მაფიქრებინა, რომ ნებისმიერი ჭკვიანი დეტალი შეიძლებოდა კარგი არ ყოფილიყო?

რაც შეეხება „კალონკებს“ – ჰმ, ეს ვიცი, აქ ძლიერი ვარ, მივაჭრი ახლა და ვკითხავ, რა უნდა ვქნა, თუ რამდენიმე ონკანით მინდა სარგებლობა და არისტონის „კალონკა“ მაქვს? მეორე ონკანს რომ მოვუშვებ, წყალი ხომ გაცივდება? ჩაიდანში თუ უნდა გავაცხელო წყალი, როცა ოჯახის ერთი წევრი ბანაობს, „კალონკა“ რაღად მინდა? – ნუ იტყვით, სანამ მე „კალონკაზე“ კითხვას ვამზადებდი, არისტონს ახალი მოდელის „კალონკები“ შეუქმნია – სამი, ხუთი ონკანი მოუშვი თუ გინდა, ხუთივე ონკანში ცხელი წყალი წამოვა. მაგრამ, მე ვერ გამაცუცურაკებენ, მე ვიცი, რომ წნევა თუ დაეცემა, წყალი ცივდება – მაშინ რა უნდა ვქნა? – ჯანდაბა, არისტონის ახალი მოდელის „კალონკები“ მინიმალურ წნევაზეც მუშაობენ (0,1 ბარიდან, რაც დაახლოებით 2 ლ/წთ-შია).
ცხადია, იმას, ვისაც ცენტრალური გათბობის ქვაბი აქვს, არ დასჭირდება არც „ბაკი“ და არც „კალონკა“, მაგრამ დასჭირდება რა? – კი, კარგი ხარისხის თერმოსტატი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს და შედეგს წერილობით გწერთ – ეკრანზე გამოაქვს.

გადავწყვიტე იატაკქვეშა გათბობაზე მაინც მესინჯა ძალები, მაგრამ მანდაც დავმარცხდი. საშიში ხალხია ეს „ცელსიუსელები“, გაფიქრებული არ მაქვს, იმათ უკვე ახალი ტექნიკა აქვთ შემოტანილი. სადმე სხვა მაღაზიაში უნდა „გამოვუშვა ბოლი“, ამათ იქეთ დამღალეს, თან ისე, რომ წარბი არ შეუხრიათ, ან საიდან იმახსოვრებენ ამდენ დეტალს. მომიწია მეღიარებია, რომ ჩემი ოცივე მეგობარი მართალია და რომ ყველა ის ტექნიკა, რაც ჩამოთვალეს, მართლაც ცელსიუსთან ასოცირდება, მერე ნეკა თითზეც ვიკბინე და ვაღიარე, კარგი, ხო, თბილი, გრილი და კომფორტულია.

ასე აღმოვაჩინე, რომ სახლში ყველაფერი შესაცვლელი მაქვს, გათბობის სისტემაც, იატაკქვეშა გათბობაც, თერმოსტატიც, კონდიციონერიც, რადიატორებიც, საშრობიც კი, სოფლის სახლში კალონკაც გამოსაცვლელია, მაგრამ ვერ გადავწყვიტე ჯერ, „კალონკითვე“ ჩავანაცვლო, თუ „ბაკით“. სამაგიეროდ, მოსვლა აღარ დამჭირდება, ინფორმირებული ვარ, ესე იგი, შეიარაღებული ვარ, შემიძლია ონლაინაც შევუკვეთო.

ცელსიუსის ფილიალები:

თბილისი: ა. ბელიაშვილის 136 – +995 577 159 490; ა. წერეთლის 117 – +995 577 659 522; ჯავახეთის 64 – +995 577 15 31 36; ფატმანის 3 – +995 032 2 052 930 (128)
რეგიონები: ზუგდიდი: – თაბუკაშვილის 7 – +995 577 659 344; ბათუმი – ა. პუშკინის 112 – +995 557 541 015; თელავი – ვარდოშვილის 10 – +995 598 707 200; ქუთაისი – ი. ჭავჭავაძის 62 – +995 558 940 940

თეგები: ცელსიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved