• რეკლამა
  • კონტაქტი
13:34, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა გულმა გაუძლო, “ქრისტე აღსდგა”-ს შეძახებისას მრევლის პასუხი “ჭეშმარიტად”-ო რომ არ იყო?…”

ალია ავტორი - ალია
01:50 04-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

თეოლოგი, იურისტი, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“იმ სამღვდელოებამ ვინც მრევლის გარეშე აღავლინეთ წირვა რა გგონიათ რით განსხვავდებით იმ სასულიერო პირებისაგან ვინც პატრიარქის და სინოდის გადაწყვეტილება შეასრულეს და რეკომენდაციის დაცვით აღასრულეს ლიტურგია…?
აღნიშნული მოქმედებით რა მაგალითი მიეცით მრევლს?________
რწმენის…?
გონიერების…?

რა დაუმტკიცეთ?
სხვაზე განათლებულობა…?
თანამედროვე აზროვნება…?

არაფერს მტკიცებით ფორმატში არ ვიძახი კითხვები დავსვი მხოლოდ…

რა გულმა გაუძლო იმას, რომ ლიტურგიის მიმდინარეობისას “ქრისტე აღსდგა”-ს შეძახებისას მრევლის პასუხი
“ჭეშმარიტად”-ო არ იყო…
რა გულმა გაუძლო იმას, რომ ლიტურგიისას არ გინახავთ მლოცველ მორწმუნეთა სახეები და არ გიგრძვნიათ აღდგომის სიხარულის საკუთარ მრევლთან თანაგანცდა…
მრევლის ნაცვლად ანთებული სანთლები სულიერებისგან დაცლილი ზედმეტად თეატრალიზებული ხომ არ იყო?
ვერაფრით “გააპრავებთ” თქვენს ამ საქციელს…
იმას ხომ ვერ იტყვით, წირვა რეკომენდაციების დაცვით არ ჩატარდაო… ვნახეთ ყველამ როგორი მორჩილი იყო მრევლი…
სხვა კვირის წირვები თუ აღავლინეთ მრევლთან ერთად თენებით ჩატარებული წირვისას რა უნდა დამართნოდა მრევლს… ღამე რა უნდა მომხდარიყო…?
ღამის განსაკუთრებულობა აგვიხსენით, ვინც ამართლებს ზემოაღნიშნულს…
სხვათაშორის ბულგარეთის ეკლესიამაც ჩვენს მსგავსად ჯანდაცვის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით შეასრულა ლიტურგია. პოლონეთში კი საერთოდ რეკომენდაციების გარეშე ჩვეული ფორმით აღავლინეს წირვა…
წირვა მოციქულმა იაკობმა, შემდეგ იოანე ოქროპირმა და ბასილი დიდმა მხოლოდ სამღვდელო ხარისხში მყოფთათვის შექმნა?
და ბოლოს …
არაფერია იმაზე უფრო ცუდი მოსასმენად ვიდრე სასულიერო პირი მრევლს მოუწოდებდეს ეკლესიაში არ მოხვიდეთო… კიდევ უფრო მეტად ცუდი საყურებელია ქრისტეს შეშინებული მსახური…

P.s მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) განაცხადა თურმე ქვეყანაში ისეთი რთული ვითარებაა, ეკლესიებს ადგილზე უწევთ გადაწყვეტილების მიღებაო. ამით ირიბად მიანიშნა, რომ პატრიარქი თითქოს ვერ მართავს ვითარებას და სინოდის გადაწყვეტილება თითქოსდა არ იყო ვითარების შესაბამისი…
და კიდევ “შემოდგომაზე” აპირებს თურმე (როგორც თავად განაცხადა) წიწილების დათვლას და იმის გარჩევას ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი…”
ნუ იქნებით მეუფეო ასე თვითდაჯერებული საკუთარ თავში მით უფრო ჩასაფრებული. ყველა ვცდებით და ეჰ, ეგ “შემოდგომა” დაგვიდგება თუ არა არავინ ვიცით. ვინძლო სინანული ვეღარ მოვასწროთ…
მკვდრეთით აღმდგარმა ქრისტემ მოგვამდლოს გონიერება და ცხონება..”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved