• რეკლამა
  • კონტაქტი
14:23, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას გეგმავს ოცნება უახლოეს თვეებში – “უფრო ახლომხედველი ლინზები, გთხოვთ”– საბა ბრაჭველი

ალია ავტორი - ალია
15:25 04-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
348
იურისტი, საბა ბრაჭველი:
მუნიციპალურ არჩევნებზე აქამდე ჩუმად ვიყავი, თუმცა, გუშინდელი კანონებისა და დღევანდელი ცვლილებების გათვალისწინებით, მგონი რაღაცები ნათელი გახდა. ოცნების საშუალოვადიანი ხედვა ჩემთვის ასე ჩანს:
  • 1. 5 მაისს დასრულდება საპარლამენტო კომისიის მუშაობა, რომლის დასკვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო ყველა ნამდვილ ოპოზიციურ პარტიას აკრძალავს. ახალ პარტიებს რეესტრი არ დაარეგისტრირებს (ამას უკვე აკეთებენ).
  • 2. პარალელურად, სამოქალაქო სექტორს ახალი რუსული კანონი მოკლავს. თუ მოკვლა ვერ მოასწრეს – არჩევნებზე დაკვირვების უფლებას არ მისცემენ (შეგახსენებთ, რომ ფარას აღმასრულებელი და არჩევნების მაკონტროლებელი ორგანო ერთი და იგივე – ანტიკორუფციული ბიუროა).
  • 3. ამასობაში, კრიტიკული ტელევიზიები ან დაფინანსების წყაროების შეზღუდვის გამო დაიხურებიან, ან ბექაური ამოახრჩობს მაუწყებლობის კანონის ჯარიმებით.
  • 4. მოსუფთავებულ ველზე ოცნება წესით ჩანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, სადაც მხოლოდ თვითონ და მათი სატელიტები იქნებიან. ოცნება აიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. ამას მოჰყვება 78-ე მუხლის ამოღება, ‘კოლექტიური ნაცების’ აკრძალვის კონსტიტუციური ჩანაწერი, 3+3 ფორმატზე მიერთება და სხვა ღალატები, რაც 2024-ის არჩევნების კვალდაკვალ უნდოდათ.
ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია მუნიციპალურ არჩევნებამდე ან მის პარალელურად. ამ გეგმას ოპოზიციის ლიდერების ფიზიკური დაკავება არაფერში სჭირდება (თუმცა არც გამოსარიცხია). თუ ვინმე ქოცებთან გარიგებაში შევიდა, შეიძლება კანონების ნაწილი არ აამოქმედონ, პატიმრების ნაწილი გამოუშვან, რომელიმე ოპოზიციური პარტია ჯერ არ აკრძალონ, მაგრამ საერთო სურათი, გრძელი გეგმა იგივე დარჩება. ახლა დათმობილ პუნქტებს კი შემდეგ წელს შეასრულებენ.
მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ამ აშკარა კონტექსტის გარეშე მუნიციპალურ არჩევნებზე საუბარი.
გასაგებია იმ ადამიანების ენთუზიაზმი, ვინც 2024 წლის არჩევნების დიდი ქალაქების შედეგებს უყურებს და ოცნების დამარცხება გამორიცხული არ ჰგონია. თუმცა:
  • 1. 2024 წელს გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აქტივობა, ხალხი იყო არა გულგატეხილი, არამედ უკიდურესად მოტივირებული. 2025-ში პირიქით იქნება.
  • 2. სამოქალაქო სექტორი ვეღარ განახორციელებს ვერც მობილიზაციის და ვერც სადამკვირვებლო მისიებს. მედია ვეღარ აღწერს ლაივ რეჟიმში მიმდინარე გაყალბებას.
  • 3. ოპოზიციას, თუ საერთოდ დაუშვეს არჩევნებზე, ერთიანი კანდიდატები და სტრატეგიული ხმის მიცემა დასჭირდება. ეს წარმოუდგენელი ჩანს, ამიტომ ოცნება ყველა მაჟორიტარულ ადგილს წაიღებს. იგივე მოხდება საკრებულოებშიც, რადგან უკვე შეცვლილი კანონის საფუძველზე, საკრებულოებიც მეტწილად მაჟორიტარებით, მეორე ტურის გარეშე კომპლექტდება.
  • 4. წინა არჩევნები უდიდესი საერთაშორისო (პოლიტიკურიც და სადამკვირვებლოც) ფოკუსით სარგებლობდა. ქოცებმა არჩევნები მაინც უსამართლო წესებით ჩაატარეს, მაგრამ გაყალბების რამდენიმე ფორმაზე თავი შეიკავეს (ასევე, ორგანიზაციებს მისცეს დაკვირვების უფლება). წელს, მუნიციპალურ არჩევნებზე, არავითარი ასეთი ყურადღებით არ ვისარგებლებთ.
და ეს ყველაფერი იქამდე, სანამ ოთახში სპილოს – გაყალბებას ვახსენებდეთ. არ გაქვს არც შიდა, არც საგარეო მექანიზმი, რომელიც გაყალბებისგან დაგვიცავს. ლილუაშვილის (უსაფრთხოების კადრის) ნაცვლად ოხანაშვილის (პოლიტიკური კადრის) მოყვანა უკანონობის და ძალადობის კიდევ უფრო აშკარა ფორმებზე გადასვლის ნიშანია. სისულელეა ოცნების განმარტება, რომ თურმე ლილუაშვილს ვადა გასდიოდა, ან ხელახლა ვერ აირჩევდნენ – ამას კანონის ერთი პუნქტის ცვლილება გამოასწორებდა, რაც ზუსტად ორ დღეში მოსწრებადია. ახალი სამინისტროს შექმნაზე ადვილი არ იქნებოდა ეს?
მოკლედ, მუნიციპალურ არჩევნებზე ფიქრი ახლა, როცა ისიც კი არავინ იცის, შეძლებს თუ არა ოპოზიცია მასში მონაწილეობას, სხვა პროცესებისთვის დროისა და რესურსების მოკლებაა. სულ სასწაული რომ მოხდეს და რომელიმე პარტიამ რომელიმე ქალაქი გაყალბების პირობებშიც მოიგოს, ეს გამარჯვება ცესკომაც უღიაროს და სასამართლოებმაც უბნების შედეგები არ გააუქმონ, ბოლოს და ბოლოს ცენტრალური ხელისუფლება დაფინანსებას შეუჩერებს (a-la-წალენჯიხა) და ამით გამოწვეული სტაგნაცია ისევ ოპოზიციას დაბრალდება.
გთხოვთ, დაინახოთ სრული საარჩევნო ავტორიტარიზმი, რომელიც უკვე დგას. ეს არის არა თურქული ან უნგრული მოდელი, სადაც არჩევნები ბოლომდე ვერ ყალბდება, არამედ (ბელა)რუსული, ან აზერბაიჯანული ფარსი. როცა თქვენც გაუქმებენ, თქვენს მთავარ ქომაგებსაც და საერთაშორისო პარტნიორებსაც, მუნიციპალურ არჩევნებზე ფიქრი ისეთივე ფუჭი საქმეა, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციისგან – ივნისში აგენტად დარეგისტრირებაზე ფიქრი იქნებოდა. ამ ქვეყნის ბედი შემოდგომამდე გადაწყვეტილი იქნება. უფრო ახლომხედველი ლინზები, გთხოვთ.
თეგები: საბა ბრაჭველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved