• რეკლამა
  • კონტაქტი
19:38, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა გეგმა აქვს “ენმ”-ს არჩევნების დღისთვის? – “ესაა მოსალოდნელი პროვოკაციები” – მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
14:11 09-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ბრიფინგს მართავს, სადაც საუბრობს “ენმ”-ის გეგმებზე არჩევნების დღეს და ამბობს:

“როგორც მოგეხსენებათ, არჩევნებამდე დარჩა 2 დღე. ყველა ხედავთ, რომ წინასაარჩევნო კამპანია წარიმართა უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში. არ დაფიქსირებულა რაიმე არსებითი დარღვევები, რომელსაც არჩევნების შედეგებზე თუნდაც უმნიშვნელო გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა.

გასული დღეების განმავლობაში განხორციელებული არაერთი პროვოკაციის მიუხედავად, ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ შეძლო საარჩევნო გარემოს ხელოვნურად გაუარესება. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პარტიის იმ წევრებსა და მხარდამჭერებს, რომლებმაც პროვოკაციებსა და შეურაცხყოფას მშვიდი რეაგირებით უპასუხეს.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს კენჭისყრის დღე, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციები და დესტრუქციული ქმედებები ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი. დესტრუქციული გეგმების შესახებ მრავლად შემოდის გამოჟონილი ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან. ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ ძირითად მოსალოდნელ პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებზე:

–  2020 წლის არჩევნების ანალოგიურად, ამ შემთხვევაშიც გეგმავენ საარჩევნო ადმინისტრაციაში ჭარბი რაოდენობით საჩივრების შეტანას. აღნიშნულის მიზანია, ერთი მხრივ, ხელოვნურად გაიზარდოს საჩივრების სტატისტიკა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას კომისიების საქმიანობას. აქვე შეგახსენებთ, რომ საჩივრების ელექტრონული პლატფორმის შემოღებასთან ერთად, საარჩევნო კომისიებში საჩივრების შეტანა არსებითად გამარტივდა;

–  ცალკეულ უბნებზე იგეგმება საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის (საარჩევნო სიების, ბეჭდების და ა.შ.) მოპარვა;

–  ისევე, როგორც ყველა წინა არჩევნებზე, ამ შემთხვევაშიც, ხელმოწერების მანიპულირებისა და საარჩევნო ბიულეტენების უბნიდან გამოტანის გზით, გეგმავენ დისბალანსების ხელოვნურად გამოწვევას;

–  იგეგმება საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა ამომრჩევლის აქტივობის შესამცირებლად.

ასევე, რადიკალური ოპოზიციის მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს მასობრივად აძლევენ დავალებას, ხელი არ მოაწერონ საარჩევნო უბნების ოქმებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ უბანზე არც ერთი საარჩევნო დარღვევა არ დაფიქსირდება. ამგვარი უკანონო დავალების გამცემებიც და შემსრულებლებიც კანონის წინაშე აგებენ პასუხს, ბუნებრივია.

გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსების მიერ გაიცემა საარჩევნო უბნების ჩაშლის დავალებები. მაგალითად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ პირადად ჩაატარა შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიის წევრებთან და დაავალა 20-ზე მეტი საარჩევნო უბნის ჩაშლა (აღნიშნული საარჩევნო უბნების ნომრებია: 32, 34, 36, 38, 40, 42, 11, 15, 17, 19, 23, 21, 61, 62, 64, 71, 72, 20, 28, 27, 102 და 103). ყველას შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბნის ხელოვნურად ჩაშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამგვარი ქმედებებისთვის ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს.

ბუნებრივია, არჩევნების დღის მთავარ გამოწვევად რჩება პროვოკაციები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. იგეგმება საარჩევნო კომისიის წევრების, წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირების მიზნით. ამგვარი პროვოკაციების პილოტირება გასულ დღეებში უკვე განახორციელა ნაციონალურმა მოძრაობამ ზვიად კუპრავას შესრულებით. ვაფრთხილებთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ ამგვარი ქმედებები არ დარჩება დაუსჯელი და ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს.

„ქართული ოცნება“ სრულად იაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც მას თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ეკისრება. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ამომრჩეველს თავისუფალ და მშვიდ გარემოში ხმის მიცემის საშუალება მიეცეს.

დიდი მადლობა, 2 ოქტომბერს ყველას მოგიწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ.”

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved