დღესდღეობით ბაზარზე სხვადასხვა ტიპის დინამიკებს შეხვდები. ტექნიკის წამყვანი ბრენდები აუდიო ხელსაწყოების ფართო არჩევანს გვთავაზობენ. ადრე თუ გრამოფონი იყო მუსიკის მოსმენის ერთადერთი საშუალება, დღეს უკვე არაერთი განსხვავებული შესაძლებლობის დინამიკი არსებობს. ამ მრავალფეროვნებამ შეიძლება თავიდან დაგაბნიოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ აქამდე დინამიკი დამოუკიდებლად არასდროს შეგიძენია, თუმცა არ იდარდო. ჩვენი რეკომენდაციების წაკითხვის შემდეგ გამოცდილი კონსულტანტივით შეძლებ დინამიკის არჩევას. არის სულ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, და ყველაფერი შესანიშნავად იქნება.
რატომ გადაწყვიტე დინამიკების შეძენა?
პირველი, რაც დინამიკის შეძენამდე უნდა ქნა, საკუთარ სურვილებსა და პრეფერენციებში გარკვევაა. იმის მიხედვით, თუ რა მიზნით ყიდულობ აუდიო ტექნიკას, სხვადასხვა ტიპის დინამიკი გამოგადგება. შესაძლოა, ხშირად მართავ სახლში წვეულებებს და მეგობრებთან ერთად გართობისას მაღალ ხმაზე გინდა მუსიკის მოსმენა, ან პროფესიული განვითარებისთვის, სულაც სცენის მოსაწყობად გჭირდება სამონტაჟო სისტემები. შეიძლება, სინეფილი ხარ და კინოჩვენებების მოწყობა გიყვარს — ყველა ამ შემთხვევას განსხვავებული ტიპის დინამიკები შეესაბამება. მათ შესახებ დაწვრილებით ცოტა ხანში მოგიყვებით. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებამდე არ დაგავიწყდეს ოთახის ზომის გათვალისწინებაც. იმისთვის, რომ ჟღერადობა არ დაიკარგოს, დინამიკის ზომა და სიხშირე არსებულ სივრცეს უნდა ესადაგებოდეს.
დინამიკების ტიპები
როგორც უკვე გითხარით, არსებობს დინამიკების სხვადასხვა ტიპი. ისინი ერთმანეთისგან პროპორციებით, დიზაინითა და შესაძლებლობებით განსხვავდება. ზოგი დიდი ზომის და ძირს დასადგამია, ზოგი შედარებით მცირე და წიგნების თაროზეც შეგიძლია მოათავსო. ზოგი სადენიანი, ზოგი – პორტატული. არის მაღალი და დაბალი სიხშირის დინამიკები, სამონტაჟო სისტემები, რომლებიც სცენის მოსაწყობად გამოიყენება, ასევე სახლის კინოთეატრისთვის განკუთვნილი დინამიკები. არჩევანი შენი საჭიროებების მიხედვით უნდა გააკეთო. დაათვალიერე უმაღლესი ხარისხის დინამიკები და იპოვე შენზე მორგებული აუდიო ტექნიკა.
რას და რატომ უნდა მიაქციო ყურადღება
არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციო, სანამ დინამიკს შეიძენ. ერთ-ერთი ასეთი დეტალი დინამიკის სიხშირეა, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჟღერადობასა და მის ხარისხზე. მაღალი სიხშირის დინამიკები უფრო მკაფიო ხმით გამოირჩევიან, რაც თითოეული ბგერის უკეთ აღქმაში გვეხმარება, ხოლო დაბალი სიხშირის დინამიკები შესანიშნავია დაბალი რეგისტრის გასაჟღერებლად. ასევე მნიშვნელოვანია დარწმუნდე, რომ შენ შერჩეულ დინამიკს ხმის გამაძლიერებელი და სხვა აქსესუარები ერგება. ასეთი დეტალების წინასწარ ცოდნა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაგაზღვევს.
რა ფასის ფარგლებში ეძებ აუდიო ტექნიკას
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინო, დინამიკების ღირებულებაა. კარგი იქნება, თუ წინასწარ გადაავლებ თვალს სხვადასხვა ბრენდის მიერ შემოთავაზებულ პროდუქციას და მათ ფასებს შეადარებ. გადაწყვეტილების მიღებამდე მათი რეპუტაციაც გქონდეს მხედველობაში. გამორჩეული შესაძლებლობებისა და ხარისხის დინამიკი მელომანისთვის გონივრული ინვესტიციაა. დარწმუნდი, რომ შენი სასურველი ტექნიკა ფასთან დაკავშირებულ მოლოდინებს შეესაბამება. გახსოვდეს, სავსებით შესაძლებელია იპოვო ხარისხიანი დინამიკი შენთვის მისაღები ფასის ფარგლებში.
შეჯამება
ერთი შეხედვით, დინამიკის შერჩევა შეიძლება დამაბნეველი ჩანდეს, თუმცა რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გათვალისწინებით, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ შენს საჭიროებებზე მორგებულ საუკეთესო არჩევანს აკეთებ. პირველ რიგში, განსაზღვრე, რა მიზნისთვის გჭირდება დინამიკი. შემდეგ კი, ყურადღება მიაქციე ტექნიკის მახასიათებლებს. თუ ჩვენს რეკომენდაციებს მიჰყვები, დარწმუნებული იყავი, რომ საუკეთესო დინამიკს იპოვი.
(R)
კომენტარები