• რეკლამა
  • კონტაქტი
20:25, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა განმარტებას სთხოვს ამერიკას დე ფაქტო ხელისუფლება ღარიბაშვილის სიტყვის გამო?

ალია ავტორი - ალია
23:46 12-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

„კიდევ ერთხელ, საქართველოს ხელმძღვანელობა აქტიურად ამრავლებს თავის სამხედრო პოტენციალს და ამართლებს თავის მოქმედებას რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობით. ამასთან, უკიდურესად რთულია სადაზვერვო და საჰაერო უპილოტო ხომალდების შეძენის აუცილებლობის დასაბუთება მხოლოდ თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

2021 წელს სადაზვერვო და საბრძოლო უპილოტო საჰაერო ხომალდების შეძენის გეგმების შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო მოსმენაზე. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ ისრაელთან ხელი მოეწერა შეთანხმებას, საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის განახლებისა და სრულყოფილი მოდერნიზაციის შესახებ.

სოხუმში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მთიან ყარაბაღში ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, სადაც აქტიურად იყენებდნენ უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლის წყალობითაც აზერბაიჯანულმა მხარემ შეძლო შეტევითი ოპერაციების შემუშავება, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს გეგმებს, ასეთი ტიპის თანამედროვე მაღალი სიზუსტის იარაღის შესაძენად.

„აშკარაა, რომ ეს თანამედროვე ტიპის იარაღი შეიძლება გამოიყენონ მხოლოდ გადაუჭრელი კონფლიქტების საომარი გზით გადასაჭრელად“, – განაცხადა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სოხუმის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამგვარი ქმედებები აშკარად ცხადყოფს საქართველოს მტრულ დამოკიდებულებას უახლოესი მეზობლების მიმართ და სრულად აუფასურებს დეკლარაციულ ნაბიჯებს არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მილიტარიზაციის პროცესს აქტიურად უჭერს მხარს ოფიციალური ვაშინგტონი, რომელიც მოქმედებს, როგორც თბილისის სტრატეგიული პარტნიორი“, – აღნიშნავს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სოხუმი დარწმუნებულია, რომ საქართველოში მილიტარიზაციის პროცესის გააქტიურება ძალზე საშიშია და პირდაპირ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას. აფხაზური მხარე გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას, საქართველოს ხელისუფლების ასეთი პროვოკაციული ქმედებების გამო, რამაც შეიძლება შექმნას დაძაბულობის ახალი რაუნდი კონფლიქტის ზონაში.

„არსებული ვითარების გათვალისწინებით, აფხაზური მხარე აპირებს აშშ-ს წარმომადგენლებისგან დეტალური განმარტება მოითხოვოს  საქართველოს ხელმძღვანელობის განზრახვების შესახებ და დასაბუთებული არგუმენტებიც, ჩვენს რეგიონში ასეთი მაღალი სიზუსტისა და ძალზე ეფექტიანი შეტევითი იარაღის შემდგომი გამოყენების შესახებ“, – განაცხადა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

წყარო – პრაიმტაიმი

თეგები: აშშირაკლი ღარიბაშვილიოკუპაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved