• რეკლამა
  • კონტაქტი
05:16, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

ალია ავტორი - ალია
13:58 11-28-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
226

თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წელს ლარის მხარდამჭერ ძირითად ფაქტორებსშორისაა სავალუტო კონვერტაციები, წმინდა სავალუტო შემოდინებები და აშშ დოლარის გლობალური სისუსტე. მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში აშშ დოლარის პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე მეტნაკლებად უცვლელია, პირველი ორი ფაქტორი კვლავ ლარის სასარგებლოდ მოქმედებს.

სახელდობრ, დეპოზიტების ლარიზაცია (არარეზიდენტების გამორიცხვით), უახლესი მონაცემებით, ნოემბრის ბოლოს, სავარაუდოდ, 2024 წლის აპრილის პიკურ მაჩვენებელს გადააჭარბებს. შესაბამისად, დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები, რაც წლის დასაწყისიდან გამოიკვეთა დაოქტომბრის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით აჩქარდა, უკვე დასკვნით ფაზაში გადის, თუმცა ჯერ დასრულებული არაა.

დეპოზიტების ლარიზაციის დინამიკა მჭიდრო კავშირშია სებ-ის სავალუტო ინტერვენციებთან. კერძოდ,  ლარიზაციის ბოლოდროინდელი გააქტიურება ოქტომბერსა და ნოემბერში ინტერვენციების კვლავ აჩქარებაშიც აისახა. ჩვენი შეფასებით, მარტი-ნოემბრის პერიოდში სებ-მა ჯამურად 2 მილიარდი აშშ დოლარი შეიძინა.

ამასთან, ოქტომბერში გაიზარდა წმინდა სავალუტო შემოდინებები, რაც უცხოური ვალუტის მიწოდების ზრდის კუთხით ასევე ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. წმინდა სავალუტო შემოდინებების მატებას, ერთი მხრივ, ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და, შედარებით მოკრძალებულად, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა განაპირობებს, ხოლო, მეორე მხრივ, იმპორტის შენელება. ამ კუთხით, გამოვყოფთ ავტომობილებით ვაჭრობის დინამიკას: ბოლო ორ თვეში, იმპორტის მკვეთრი კლების ფონზე, მანქანების წმინდა ექსპორტი დადებით ნიშნულზე დაფიქსირდა, პირველად 2013 წლის შემდეგ. ეს ქვეყანაში ავტომობილების არსებული მარაგების ზრდაზე მიუთითებს.

მთლიანობაში, მართალია, ბოლო ორ თვეში წმინდა სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესება, ავტომობილებით ვაჭრობის დინამიკის გამო, დროებითია,  თუმცა ამავდროულად, წლის დასაწყისიდან, პირიქით, ავტომობილების რე-ექსპორტის გარეშე, უფრო მეტად არის გაზრდილი.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007215-macro-update-georgia

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved