• რეკლამა
  • კონტაქტი
03:17, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა გახდა შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების მიზეზი – გეოლოგების დასკვნა დღეს გახდება ცნობილი

ალია ავტორი - ალია
12:41 08-06-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
265

რა გახდა შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების მიზეზი – გეოლოგების დასკვნა დღეს გახდება ცნობილი. დოკუმენტის გასაჯაროებამდე სპეციალისტები ამბობენ, რომ საკურორტო ზონაში ტრაგედია რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრამ გამოიწვია.

“”მყისიერი მოვლენის განვითარებას ჰქონდა ადგილი, ეს არის მყინვარული დნობის პროცესი, კლდე-ზვავური მასის ჩამოშლა რასაც ღვარცოფული და მეწყრული პროცესები დაერთო”” – ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე და მოუწოდებს საზოგადოებას სპეციალისტების დასკვნას დაელოდოს.

“ძალიან უცაბედ მყისიერი მოვლენის განვითრებას ჰქონდა ადგილი. ეს არის მყინვარული დნობის პროცესი. მოხდა კლდე-ზვაური მასის და მყინვარის ნაწილის ჩამოშლა. ძალიან სწრაფად განვითარდა ეს პროცესები ხეობაში, რასაც თან დაერთო თანდართული ღვარცოფული და თანამდევი მეწყრული პროცესები, რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასაც გვქონდა ერთობლიობაში საქმე და საბოლოო ჯამში მივიღეთ ეს მძიმე სურათი, რასაც ხეობაში ვხედავთ.

ამიტომ, მინდა, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოვუწოდო და ვთხოვო ყველას, როდესაც ასეთი რთული ემოციური ვითარება არის, უნდა მოვუსმინოთ სპეციალისტებს მაქსიმალურად, დავეყრდნოთ მონაცემებს და არ უნდა გავავრცელოთ ისეთი ინფორმაცია, რაც საბოლოოდ საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს და კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ამ მძიმე ემოციურ ფონს. ჩემი თხოვნა იქნება ყველას მიმართ იმიტომ, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციისგან შევიკავოთ თავი. სპეციალისტებს სჭირდებათ დრო იმისათვის, რომ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მივცეთ საზოგადოებას და ამ საკითხის ირგვლივ ყველა კითხვას გავცეთ ამომწურავი პასუხი,” – აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved