• რეკლამა
  • კონტაქტი
12:23, შაბათი, 7 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა გაარკვია “ალიამ” ლევან იზორიას ძმის საქმეზე?

ალია ავტორი - ალია
16:46 01-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

წუხელ მთავარმა გაავრცელა კადრები, როგორ აკავებს პოლიცია ლევან იზორიას ძმას და მერე ურეკავენ, ადგილზე მოდის სხვა ეკიპაჟი და უშვებენ.

დღეს ლევან იზორიას დედამ განაცხადა, რომ მისი შვილის, ლევანის ძმის ფსიქიკური მდგომარეობა ცუდია და ის მკურნალობს.

რატომღაც ლევან იზორიას ძმა საჭესთან მკურნალობს, რატომღაც, გირაოს გადახდაც არ უნდა ოჯახს პოლიციელის შეურაცხყოფისთვის.

სოფო კილაძემ განაცხადა დღეს – რაღა ახლა გაახსენდათ ეს ვიდეოო!

პროკურატურამ განაცხადა, ეგ რა არის, მე მაგ საქმეზე გამოძიება 2019 წლის 7 ნოემბერს დავიწყეო!

ამასობაში, ლევან იზორიამ მისი ძმის საქმეზე პირველი კომენტარი გააკეთა – ოღონდ, 2015 წლის 30 სექტემბერს – ხო, არ მოგესმათ, 2015 წლის 30 სექტემბერს გააკეთა პირველი კომენტარი, როცა სუს-ის უფროსის მოადგილე იყო და თქვა: „გამოძიება დაწყებულია და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ“

ახლა 2020 წელია, ახლა ლევან იზორიას მეორე კომენტარს ველოდებით!

2015 წელს, იზორიას კომენტარს წინ უსწრებდა პოლიციის უფროსი ლეიტენანტის გიორგი ბაბუნაშვილის სკანდალური ჩანაწერი, სადაც ის ამბობდა, რომ კომპრომატები დატოვა ლევან იზორიაზე და მის ძმაზე, რომელიც ე.წ. “ნარუშილოვკით” გადაადგილდებოდა და ქვეყანა დატოვა.

გიორგი ბაბუნაშვილი:

„იმ დროს, როცა ავტომობილში ნასვამი ადამიანი ზის და აწეულ შუშას წევს, ალკოჰოლის დაგროვილი სუნი გარეთ გამოდის გარეთ, რასაც გარეთ მდგომი პიროვნება მძაფრად შეიგრძნობს… ალკოჰოლის სუნი არ შეიგრძნობოდა და ისმის შეკითხვა: ეს არაადექვატურობა რისგან იყო გამოწვეული? კადრებშიც ჩანს, მეორეჯერ რომ მეკითხება, რა ღერძულაო. შეგნებულად, სანამ „ნარუშილოვკას“ ამოიღებს, ახლოს მივიწიე, რათა დავრწმუნებულიყავი, ალკოჰოლის სუნი იყო თუ არა, მაგარმ ალკოჰოლის სუნი ვერ ვიგრძენი და როცა ე. წ. ნარუშილოვკის მოწმობა მომაწოდა, უკვე ხელ-ფეხი შემეკრა“

გიორგი ბაბუნაშვილი გადაცემა „არჩევანში“ ჰყვებოდა ბერას მძღოლზეც:

„სისტემაში, ბევრ თანამდებობაზე ისეთი ადამიანები არიან, რომლების კომპეტენტურობაც ძალიან საეჭვოა. სისტემა, სადაც 4 თვეში ლეიტენანტობიდან მაიორობას აძლევენ, თავად კომპეტენტურმა ხალხმა შეაფასოს. რა დამსახურებისთვის შეიძლება მისცე, რახან ბატონი ბიძინა ივანიშვილის შვილის ტრაილერის მძღოლი იყო, აქედან გამომდინარე? მას ლეიტენანტობიდან მაიორობამდე აწინაურებენ ოთხ თვეში, თქვენ თუ გამცემდით პასუხს, რა ხდება სამინისტროში. ბერა ივანიშვილის პირად მძღოლს ვგულისხმობ, მისი აპარატურა დაჰქონდა. ჩვენს ოცმეთაურად მუშაობს. მოსვლის დღიდან, უმცროსი ლეიტენანტი, ზუსტად 4 თვეში უფროსი ოფიცერი, მაიორი გახდა. ჩემი ცოდნიდან ვიცი, რომ 15 წლიანი სტაჟი სჭირდება ამას“.

გიორგი ბაბუნაშვილი ხელს ადებდა კიდევ ერთ მაღალჩინოსანს:

ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორი ნათია მეზვრიშვილი მას შემდეგ გაუშვა, რაც ამ უკანასკნელმა ე.წ “ნარუშილოვკის” ბარათი აჩვენა. „მე ის დაბურული მინების გამო გავაჩერე და სწორედ ე.წ. “ნარუშილოვკებით” ჩვენების შემდეგ გავუშვი,“ – აცხადებს გიორგი ბაბუნაშვილი. მისი თქმით, ასეთი საშვები 2013-2014 წლებში იყო გაცემული.

ყოფილმა პოლიციელმა ეს განცხადებები “რუსთავი 2”- ის ეთერში გააკეთა.

მისი ამ განცხადებების შემდეგ, 2015 წელს ლევან იზორიამ გააკეთა პირველი და უკანასკნელი განცხადება, რომ საქმე გამოძიებაშია.

5 წლის შემდეგ, იგივე საქმეზე ვიდეო მასალა მიაქვს მედიასთან შსს-ს მაიორს!

საპრეზიდენტო არჩევნებისას, გიორგი ბაბუნაშვილმა სოც. ქსელში დაწერა:

“მე, გიორგი ბაბუნაშვილი საპატრულო პოლიციის ოფიცერი, არ ვაძლევ ხმას სალომე ზურაბიშვილს. რუსეთი ოკუპანტია. დიდება გმირებს”

პასუხად, შსს-მ ყველა მედიას დაუგზავნა რელიზი, სადაც წერდა, რომ გიორგი ბაბუნაშვილი აღარ არის პოლიციის ოფიცერი და რო ის  2014 წელს გაათავისუფლეს გენ. ინსპექციის დასკვნის საფუძველზე.

აი, ლევან იზორიას ძმის საქმეზე კი დღემდე არ მიგვიღია არც რელიზი, არც კომენტარი, არც პასუხი!

მთავარია, გიორგი ბაბუნაშვილი, რომელმაც არ მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“ პოლიციის ოფიცერი აღარაა!

ისე, ლევან იზორიას ძმის კი არა – ეს ლევან იზორიას საქმეა, რადგან, ლევან იზორიას ძმამ კი არ გასცა მისივე გათავისუფლების ბრძანება – ეს ლევან იზორიამ მისცა უფლება ოჯახის წევრებს, შეურაცხყოფა მიეყენებით პოლიციისთვის და თუ გაიცა უკანონო ბრძანება, გაიცა – სახელმწიფო ჩინოვნიკიდან, რომელიც დღეს დაზვერვის უფროსია.

ალია, თამო კეშელავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

14:22 02-06-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება

12:22 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved