წესითა და რიგით, ამ კვირიდან გაუქმდება კომენდანტის საათი და სხვადასხვა რეგულაციების დაცვით, ამუშავდება ყველა ობიექტი. ჰო, ჯერჯერობით ისევ არ შეიძლება ავტომობილში ოჯახის წევრის, მაგალითად ცოლის წინ ჩასმა და მერე რა, რომ სახლში ცოლთან… ნუ, როგორც არის…
ეს ამბავი კი ბევრს გაახარებს – ჩვენი ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ დაჯარიმებული მოქალაქეები 3 ათასი ლარის ნაცვლად 200 ლარს გადაიხდიან. ანუ, ხელისუფლება ჯარიმებს სრულად არ აუქმებს და მათ ნაწილობრივ, სიმბოლურ გადახდას ითხოვს.
ისიც ითქვა, რომ პირებს, რომლებიც ამ 200 ლარის გადახდასაც თავს აარიდებენ, ნებისმიერი საბანკო ოპერაციის დროს, თანხა შეუჩერდებათ და ის სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება მანამ, სანამ ეს 200 ლარი არ მოგროვდება.
ანი დვალიშვილი
ალია №17
კომენტარები