• რეკლამა
  • კონტაქტი
02:19, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა დოკუმენტს აქვეყნებს კონსტანტინე გამსახურდია კოლხურ კოშკზე? – ფოტოები

ალია ავტორი - ალია
00:03 03-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,219

ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:

 

“ბოლო დროს სოციალურ ქსელში ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ აქტიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია კოლხური კოშკის ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შესახებ. მოდის წერილები, ღელავენ ადამიანები. ამ სიცრუის ტირაჟირებისა და საზოგადოების შეგნებულად შეცდომის შეყვანის მცდელობის აღსაკვეთად, გვსურს სიცხადე შევიტანოთ არსებულ ვითარებაში:

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კოლხური კოშკის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს არავითარი მშენებლობა. მაღალსართულიანი კორპუსი შენდება არა კოშკის კუთვნილებაში არსებული ტერიტორიაზე, არამედ რჩეულიშვილის (ყოფილი სევასტოპოლის) 11 ნომერში, რომელიც საკმაო მანძილითაა დაშორებული კოლხური კოშკიდან, და, რომელიც არასოდეს შედიოდა არც კოშკის და არც მისი ყოფილი თუ ამჟამინდელი მესაკუთრეების მფლობელობაში.

ვაქვეყნებ ჩემს მიერ ზემოთხსენებული რეალობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ვიცე-მერის, მუნიციპალტეტის პრემიერის, ზ. ბიბილეიშვილის ხელმოწერით, რომელშიც მკაფიოდ იკვეთება სიმართლე იმის შესახებ, რომ კოშკსა და მის მეპატრონეებს რჩეულიშვილის 11-თან არაფერი აკავშირებთ და არც არასოდეს აკავშირებდათ. ამავე საბუთიდან იკვეთება, რომ 1997 წელს მანანა არჩვაძეს შესთავაზეს აღნიშნული ტერიტორია, ხოლო მან უარი განაცხადა, ამ მიწის ნაკვეთის მაგივრად, გალის ქუჩაზე მდებარე ორი ახალი მიწის ნაკვეთის მოთხოვნის მოტივით. მისი ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა. შესაბამისად, რჩეულიშვილის 11-ის მიწის ნაკვეთი, მ. არჩვაძის უარისა და სანაცვლოდ სხვა მიწის ნაკვეთების მიღების საფუძველზე, კოშკისა და მისი ბინადრების საკუთრებაში არასდროს დაფიქსირებულა.

რისთვისაა გამიზნული ზემოთ აღნიშნული სიცრუის ტირაჟირება და კოლხური კოშკის გულწრფელ მხარდამჭერთა შეცდომაში შეყვანა და პროტესტის გამოწვევა მათში, ჩვენთვის კარგადაა ცნობილი.

პოსტს გიორგი გამსახურდიას ბოლოდროინდელი ტვიტერზე გამოქვეყნებული განაცხადიდან მოყვანილი ციტატით დავასრულებ:

,,მე, როგორც მამაჩემის და ბაბუაჩემის მემკვიდრეს, განზრახული მაქვს კოლხური კოშკი მის ისტორიულ საზღვრებში, გადავცე სახელმწიფოს მისი შემდგომი დანიშნულების განსაზღვრის მიზნით. მხედველობაში მაქვს მუზეუმის მოწყობა და მისი კულტურული დატვირთვა.

მავანნი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან და ათასგვარი გზით ცდილობენ ამ ყველაფრის არდაშვებას. ლაფს ასხამენ სახელმწიფოს, გაუგონარ საქციელს სჩადიან.”

 

თეგები: გიორგი გამსახურდიაკონსტანტინე გამსახურდიარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved