• რეკლამა
  • კონტაქტი
02:20, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა დაუხაზა ქაღალდზე ხიდაშელმა ვოლსკის? – კრემლის გეგმა საქართველოს რკინიგზაზე

ალია ავტორი - ალია
23:42 03-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,946

გადაცემა „რეაქციაში“ პარტია „დროას“ წევრი თამარ კაკაბაძე იხსენებს გიორგი ვოლსკისა და დავით ხიდაშელის შეხვედრას, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მათ შორის, რკინიგზის ირგვლივ საუბრობდნენ და ამბობს:

 

“3-4 ადამიანი ვიყავით კაფეში, როდესაც ხიდაშელი შემოვიდა, ყურადღება მან მიიქცია, ვოლსკი ყურადღებას არ მიიქცევდა, ხშირად გვინახავს იქ. აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენ გვერდით დასხდნენ ზუსტად და არ სჭირდებოდა დაძაბვა სმენის, რომ მათი საუბარი გაგეგო.
რამდენიმე საკითხი იყო მნიშვნელოვანი, რაზეც მათ ისაუბრეს. პირველი არის რკინიგზის აღდგენის საკითხი, ხიდაშელი ფურცელზე უხატავდა კიდეც რკინიგზა სად გადის, აქ არის საზღვარი, აქედან შევა. მიმტანს სთხოვა ფურცლის მიტანა, ვარდისფერ თუ წითელ ფურცელზე უხატავდა რაღაც სქემებს – აქ არის აფხაზეთის საზღვარი, აქ არის რუსეთიო, აქ გადის საზღვარი.
საუბარი იყო 37 კილომეტრზე, რომელიც არის სრულიად დანგრეული და ამის აღდგენაზე საუბრობდნენ.  აქ მნიშვნელოვანი არის ორიო რამ – ამ რკინიგზის აღდგენაზე მუშაობს რუსეთი და მუშაობს რუსეთის თავდაცვის ძალები, იმიტომ, რომ რუსეთის სტრატეგიულ ინტერესია და მეორე, ეს არის სუვერენიტეტის საკითხი საქართველოსთვის – საქართველოს ოფიციალური საზღვარი გადის მდინარე ფსოუზე, როდესაც შემოვა ტვირთი რუსეთიდან აფხაზეთში, ის უნდა დადეკლარირდეს, ვინ დაადეკლარირებს ამ ტვირთს – აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკაში, რომელიც აღიარებული აქვს რუსეთს და შემდეგ უნდა გამოიაროს საქართველოში და ახლიდან გადმოკვეთოს ე.წ. საზღვარი.
მეორე საფრთხე, რაც ამ რკინიგზას უკავშირდება, ეს არის შუა დერეფნის პროექტის ნაწილი რუსეთისთვის. შუა დერეფნის სავაჭრო გზა, რომელიც ჩაფიქრებული იყო რუსეთის გავლით სატრანსპორტო გზის ალტერნატივად, რეალურად მოემსახურება ისევ რუსეთს. იქ ძალიან რთული იქნება იმის კონტროლი, ირანიდან რუსეთში რა ტიპის ტვირთი შეაღწევს.
ხიდაშელი ახსენებდა შს მინისტრის გვარს, რობერტ კიუს, რომელთანაც აქვს პირდაპირ კომუნიკაცია – ეს არის აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი, რომელიც უშიშროების უფროსი იყო აფხაზეთში და მის დანაბარებს აცნობდა გია ვოლსკის.
საინტერესოა, რა სტატუსით ელაპარაკება ხიდაშელი რუსეთის მარიონეტულ საოკუპაციო რეჟიმს აფახაზეთში. საინტერესოა, ერთხელ მაინც სუსი ამ საუბრებით თუ დაინტერესდა, ან დღეს რატომ არ იმყოფებოდა ბატონი ხიდაშელი გამოკითხვაზე. ეს გასაჯაროვდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას სეპარატისტებთან, საოკუპაციო რეჟიმთან აქვს პირდაპირი კომუნიკაცია – რაზე, რა სტატუსით, რატომ  – ეს კითხვები უნდა დაესვა მისთვის სუს-ს“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved