• რეკლამა
  • კონტაქტი
13:01, ხუთშაბათი, 28 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა დაპირებს ახსენებს “ქართულ ოცნებას” კელი დეგნანი?

ალია ავტორი - ალია
18:42 11-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
164

საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე დაუსვეს კითხვა, რაზეც ასე პასუხობს:

„ყველამ იხილეთ აშშ-ის მთავრობის, ასევე ევროკავშირის და საქართველოს ბევრი სხვა ევროპელი მეგობრის განცხადება.  ყველაფერი, რაც აშშ-მა გააკეთა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, იყო გაკეთებული ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის მხარდასაჭერად, რაც არის უსაფრთხო, აყვავებული და დემოკრატიული მომავალი. მიუკერძოებელი სასამართლოს მნიშვნელობა არის მთავარი, ცენტრალური საკითხი ასეთი მომავალისთვის. ყველაფერი, რაც თუნდაც გამოიყურება, როგორც პოლიტიზება, პოლიტიკური დევნა, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხის წინაშე აყენებს.

საქართველოს ლიდერებმა, მათ შორის მმართველმა პარტიამ ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების დროს მისცეს დაპირება, რომ მიაღწევენ მომდევნო მნიშვნელოვან ნაბიჯს, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს ამ გზაზე ევროატლანტიკური მომავლისკენ. ყველაფერი, რაც ამაში ერევა, ან საფრთხის ქვეშ აყენებს, დიდ შეშფოთებას იწვევს. აშშ-ში ჩვენ ვიცავთ და ვაფასებთ ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობას, რადგანაც ვიცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო არის საფუძველი ჩვენი დემოკრატიისა. სწორედ ეს აძლევს მას მედეგობას და სიმტკიცეს, რათა გაუძლოს სხვადასხვა გამოწვევას და დროის გამოცდას. ჩვენ იგივე გვსურს ქართველი ხალხისთვისაც. ქართველმა ხალხმა არაერთხელ თქვა, რომ მათ ძლიერი დემოკრატია სურთ, მათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი. აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ამ მისწრაფების მიღწევაში. სწორედ ამას ვაკეთებთ 30 წელია და ამას გავაგრძელებთ. ნამდვილად გვჯერა საქართველოს წარმატების და გვსურს, ეს ქვეყანა იყოს წარმატებული, მშვიდობიანი და აყვავებული“

თეგები: კელი დეგნანიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

“ჩემი ოპერაციების 98% მთავრდება “ნაწლავის გამოტანის” გარეშე” – კოლორექტალური კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საქართველოში
ახალი ამბები

“ჩემი ოპერაციების 98% მთავრდება “ნაწლავის გამოტანის” გარეშე” – კოლორექტალური კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საქართველოში

14:37 05-27-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს

13:51 05-27-2026
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ – თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
ახალი ამბები

„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ – თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

13:20 05-27-2026
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო

11:30 05-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved