• რეკლამა
  • კონტაქტი
06:14, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რა დაგაკლოთ? თუ პოლიტიკა და ფსიქიატრია უნდა გავმიჯნოთ?” – ზურაბ ჯაფარიძის წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
14:53 12-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
822

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან წერილს ავრცელებს:

,,გვიანი კომენტარია, მაგრამ ახლა მოვახერხე ბიძინას წერილის წაკითხვა, რომელიც ამჯერად მისი ადვოკატის სახელით გავრცელდა და რატომ არ შუქდება წესიერად ასეთი ამბები მედიის მხრიდან ვერ ვხვდები.

რას ამბობს ივანიშვილი ამ წერილში:

[..დიპსტეიტმა, იგივე დასავლურმა სპეცსამსახურებმა, ჩემს წინააღმდეგ მოქმედება ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყეს, როდესაც მე შევწყვიტე კომუნიკაცია მაშინდელ ხელისუფლებასთან. ეს გამოიხატა იმაში, რომ დაიწყეს შვეიცარული საბანკო სისტემის ჩამოშლა, 2008-შიო. და მას მერე მებრძვიანო..] მერე როგორ ებრძვიან ვიცით, ყველგან სადაც შეუძლიათ, გარდა გიბრალტარის, სინგაპურის და გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებისა. ეს სასამართლოები როგორღაც ახერხებენ წინ აღუდგნენ დიპსტეიტის წნეხს.

აქ რამდენიმე რამეა მნიშვნელოვანი. პირველი, ამ ტექსტიდან პირელად ვიგებთ, რომ დიპსტეიტი და დასავლური სპეცსამსახურები ერთი და იგივეა. ეგრე წერია მინიმუმ ორ ადგილას. ანუ სახელ-გვარებით ვერა, მაგრამ უწყებრივად მაინც გავიგეთ გლობალური ომის პარტიის მისამართები (ვის ებრძის ჩემი კაი და არ ვუფასებთ).

მეორე, 2008 წელს იყო მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც სახე გააძრო ბევრი ქვეყნის საბანკო სისტემას (მაგალითად ირლანდიის) და შეიწირა სხვადასხვა ბანკები. ივანიშვილი ფაქტობრივად ამბობს, რომ ეს კრიზისი მას მოუწყვეს, რომ კრედიტ სუსს მისთვის ფული არ დაებრუნებინა.

მესამე, ივანიშვილი იგივე წერილში ამტკიცებს (რთულია მაგას მინიშნება დაარქვა), რომ დასავლურმა სპეცსამსახურებმა მისთვის ფულის წართმევა მოახერხეს მისი პირადი ბანკირის, ვინმე ლესკადრონის (თუ გვარი სწორად მახსოვს) ხელით, რომელიც შემდეგ თავიდან მოიშორეს – მოკლეს.

ამას ამბობს ადამიანი, რომლის მმართველობის პერიოდში:

  • ა. ადამიანმა, რომელიც ერთადერთი ხელისშემშლელი იყო რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების საქმეში, ეროსი კიწმარიშვილმა, “თავი მოიკლა”;
  • ბ. სამი ადამიანი, რომლებმაც პრინციპული მნიშვნელობის არჩევნები მოუგეს (მიუხედავად გაყალბებისა) ივანიშვილს: თამაზ მეჭიაური თიანეთში, ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმში და გია ხარჩილაძე წალენჯიხაში, სამივე “გულის შეტევით გარდაიცვალა”
  • გ. ადამიანმა, რომელიც პრინციპული მნიშვნელობის მოწმე უნდა ყოფილიყო ბაჩიაშვილის საკანში ცემის საქმეში, დავით გოგობერიშვილმა, “თავი მოიკლა”
  • დ. აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელიც კაცმა არ იცის, რა ინფორმაციას ფლობს, საგარეჯომდე იარა რომ ძმაკაცის იარაღით ფილტვი გაეხვრიტა, მერე ტელეფონის გამოყენებაზე უარი თქვა ცხოვრების ბოლომდე, ბოლოს კი იქ გადაიხვეწა, სადაც სულ რაღაც 1 წლის წინ რომ გეკითხა მისთვის, აგდებულად გეტყოდა, იქ დედას დედას აღარ ეძახიანო.

მაგრამ ეს გვერდით გადავდოთ, მიუხედავად ყველაფრისა, რაც უკვე საკუთარი თვალით ვნახეთ, ჯერ ხომ მაინც არ გვჯერა, რომ აქ ჩეჩნეთია და რუსები ასეთებს იკადრებენ.

რომ შევაჯამოთ, ივანიშვილი ამ წერილში ამბობს: მას შემდეგ, რაც დასავლურმა სპეცსამსახურებმა დაინახეს, რომ მან გაწყვიტა კონტრაქტი წინა ხელისუფლებასთან, მათ აიძულეს მისი პირადი შვეიცარელი ბანკირი ივანიშვილის ფული ჩაედო რისკიან პორტფელში, ხოლო შემდეგ მოკლეს ის. პარალელურად, შემთხვევით კრედიტ სუსს რომ ვერ მოეხერხებინა ივანიშვილისთვის კუთვნილი ფულის სხვა სახსრებიდან დაბრუნება, მოაწყვეს მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი, ჩამოშალეს შვეიცარული საბანკო სისტემა და გააკოტრეს კრედიტ სუსი.

მას შემდეგ გრძელდება ივანიშვილის დევნა დასავლური სპეცსამსახურების მხრიდან. ამიტომ უწევს ახალგაზრდების წამება, სახლებთან ჩასაფრებები, პოლიციელების გატიტუშკება, დევნილი პენსიონრების ციხეში გამოკეტვა და ზარქუას ყოლა.

30 წლის წინ, მე რომ ასათიანზე პრაქტიკას გავდიოდი ფსიქიატრიულში, იქ მომისმენია ასეთი ისტორიები. იმ განსხვავებებით, რომ ის ადამიანები ძალიან ჯიგრები იყვნენ, ასეთ აზრებს ზეპირსიტყვიერად გადმოსცემდნენ და არა ეპისტალარულად, და მიუხედავად იმისა, რომ სნიკერსი ენატრებოდათ, ამ ქვეყნის რუსეთში უკან წათრევის სურვილი არ ჰქონდათ, ამას მაშინ ეძახდნენ პარანოიულ შიზოფრენიას, მკვეთრად გამოხატული აკვიატებული იდეების, განდიდების მანიისა და ბოდვითი აშლილობის სინდრომებით.

რატომ ვწერე ამდენი.

მე არ მჯერა, რომ ივანიშვილს თავად სჯერა ამ ბოდვების. ეს თავის მოგიჟიანება, ისევე როგორც ხმები იმის შესახებ, თითქოს ჯადოქრების და შელოცვა-გამოლოცვების სწამს, ლუბიანკაზე შექმნილი მისი ლეგენდის ნაწილი მგონია.

მაგრამ იქნებ მე ვცდები? ვის არ შეშლია?

ხოდა, სპორტსმენებზე, მასწავლებლებზე და სხვა პროფესიებზე რომ ვწუხვართ ხოლმე, მე მაინტერესებს სად არის ქართული ფსიქიატრია? ადამიანი წლებია გამოკეტილია სადღაც, გარეთ მხოლოდ დასაფლავებებზე გამოდის, ვერ მეტყველებს ვერცერთ კაცობრიობისთვის ცნობილ ენაზე, ხანდახან მოძრაობს დიდი შუშაბანდით, რომელშიც არავის სხვას არ უშვებს, სახლში ჰყავს ზვიგენები და სკაროსები, საჯაროდ აწამებს ადამიანებს, უკვე 14 წელია საჯაროდ ბოდავს, და გვეუბნება ყაველაშვილი თქვენი პრეზიდენტიაო.

რა დაგაკლოთ?

თუ პოლიტიკა და ფსიქიატრია უნდა გავმიჯნოთ?

პ.ს ბაობაბების დიდი გადასახლება ჭაობში?”

თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved