• რეკლამა
  • კონტაქტი
02:24, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა და როგორ გაყიდა აჭარის მთავრობამ ავტონომიის ქონებიდან? – “1 655 700 ლარი შესწირეს ზურაბიშვილს”

ალია ავტორი - ალია
15:54 08-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
91

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აჭარაში 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციების შესახებ კვლევა მოამზადა. კერძოდ, ორგანიზაციამ შეისწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მათ შორის სიმბოლურ ფასად (1 ლარად), პირობიანი და უპირობო აუქციონით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები, პრივატიზაციის საფასური და ინვესტიციების მოცულობა.

მსგავსი კვლევები ორგანიზაციამ 2019, 2018 და 2017 წლებშიც გამოაქვეყნა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზისას შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა:

  • სწორი საინვესიტიციო პოლიტიკის მხარდამჭერ გადაწყვეტილებად შეიძლება შეფასდეს აჭარის მთავრობის მიერ 2019 წლის 29 მარტს დამტკიცებული წესი. ამ წესის თანახმად, თუ ინვესტორი ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, მას შეუძლია პირგასამტეხლოსგან გასათავისუფლებლად და ხელშეკრულებების პირობების გადასავადებლად მიმართოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და წარუდგინოს დაკისრებული პირგასამტეხლოს 2%-ის საბანკო გარანტია. სამინისტროს ინფორმაციით, ამ შესაძლებლობით 26-მა კომპანიამ/იურიდიულმა პირმა ისარგებლა.
  • 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პირდაპირი მიყიდვის შემთხვევები – გასულ წელს ამ ფორმით სულ 3 ობიექტი გასხვისდა (2018 წელს 16 ობიექტი გაიყიდა, 2017-ში კი – 17). საპრივატიზებო საფასურის ჯამური მოცულობა 7,660,265 ლარია, ხოლო განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა – 255,000,000 ლარი.
  • პირდაპირი მიყიდვის ფორმით ყველაზე დიდი ფართობის მიწის ნაკვეთები (180 ჰექტარი) შპს „გრინ რეზორტმა” ქობულეთში შეიძინა. ცენტრალური და ავტონომიური მთავრობა აცხადებდა, რომ ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის – „მწვანე ქალაქის” ასაშენებლად კომპანია 500 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა, თუმცა, ხელშეკრულებაში მითითებული თანხა 250,000,000 ლარია.
  • 2019 წელს შემცირდა პირობიანი აუქციონების რაოდენობაც – ამ ფორმით ქონება სულ 6-ჯერ გასხვისდა (2017-2018 წლებში ასეთი ფორმით 37 ობიექტი გასხვისდა). საპრივატიზებო საფასურის ჯამი 995,700 ლარია, ხოლო განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა – 2,800,000 ლარი.
  • 4 იურიდიული პირიდან, რომელმაც ქონება პირობიანი აუქციონის ფორმით შეიძინა, 3 რეგისტრირებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი თვით ადრე („აიბამბუ”, „საქართველო” და „აჭარა რიზორთს დეველოპმენტ კომპანი“).
  • აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კვლავ არ გადახედა ხელშეკრულებას TCF Georgia-სთან, რომელიც ქობულეთში ციტრუსის დასახარისხებელი საწარმოს ამუშავებასთან და 3,500,000 ლარის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს წლების განმავლობაში არ ასრულებდა. ამაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” რეკომენდაციას სთავაზობდა. შედეგად, კომპანიის მიერ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად მიღებული ქონება (23 344 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 6 შენობა) 2019 წელს კომპანიის იპოთეკარის, სს „ბანკი ქართუს” საკუთრება გახდა.
  • ბათუმის და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატების, ფატი ხალვაშისა და კობა ნაკაიძის ა(ა)იპ „თანალმობამ” 2016 წელს აჭარის მთავრობისგან უზურფუქტით მიიღო უძრავი ქონება ქობულეთში შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის დღის ცენტრის გასახსნელად, თუმცა მაჟორიტარებმა 2019 წელსაც ვერ გახსნეს ცენტრი და აჭარის მთავრობას ვალდებულებების გადავადების შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართეს.
  • 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 9 იანვრის ჩათვლით, წინა წლებში ხელმოწერილ 26 ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილებები. ხელმომწერი 9 კომპანიის წარმომადგენლები, მეწილეები და დირექტორები მმართველი პარტიისა და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები არიან. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გადავადებული პირობებით განახლებული ხელშეკრულებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” არ მიაწოდა.
  • საკვლევ პერიოდში პირობების შეუსრულებლობისა და პირგასამტეხლოს გადაუხდელობის გამო 7 კომპანიასთან მოიშალა ხელშეკრულებები. შესაბამის ბრძანებებში მითითებულია, რომ ყველა მათგანს ხელშეკრულების მოშლამდე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაუვადდა, თუმცა კომპანიებმა და ფიზიკურმა პირებმა ვერც შეცვლილი პირობებით შეძლეს ინვესტიციის განხორციელება, რაც საბოლოოდ, მათთან დადებული შეთანხმებების გაუქმების მიზეზი გახდა.

დასკვნა და რეკომენდაციები

– მოვუწოდებთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას: ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განსაკარგად პირობიანი აუქციონის გამოცხადებისას მეტი საგარანტიო პირობები განსაზღვროს, რათა გაიზარდოს პროცესის გამჭვირვალობის ხარისხი და აუქციონებში გაიმარჯვონ შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპანიებმა;

– შექმნას ყველა ინვესტორისთვის თანაბარი პირობები, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას და თავიდან აიცილებს ისეთ ვითარებას, როგორიც შეიქმნა TFC Georgia-ს მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ამის თაობაზე 2017 წელსაც აძლევდა სათანადო რეკომენდაციას აჭარის მთავრობას;

– საჯარო ინფორმაციის გაცემის დროს იხელმძღვანელოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებით და გაასაჯაროვოს 26 იურიდულ პირთან შეცვლილი პირობებით განახლებული ხელშეკრულებები;

– მკაცრად დაიცვას ქონების განკარგვის ხელშეკრულების პირობები და იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი არღვევს პირობებს და არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, დაიბრუნოს უზურფუქტის წესით ან სხვა ფორმით გადაცემული ქონება.

თეგები: თორნიკე რიჟვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved