• რეკლამა
  • კონტაქტი
00:16, ოთხშაბათი, 13 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა ჩემი საქმეა, ვინ რამდენს დალევს საკუთარ მკვდართან ანდა ვინ იცის, რა დარდს ახრჩობს ამ სმით…” – კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
16:37 04-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
814

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე:

“არაფერია სათაკილო და საქილიკო მიცვალებულთა დღის ,,აღნიშვნაში”. არც ის, რომ სრულიად ახალგაზრდა ტრადიციაა. ყველაფერი ხომ ადრე თუ გვიან იღებს სათავეს. ადამიანი რიტუალური არსებაა. რიტუალი შიშების, მონატრების, ტკივილის დასაძლევადაა მოგონილი. კარნავალურობა რიტუალის ფორმათაგანია და ამ სცენების სხვებისთვის გაზიარებას და თანაგანცდის გამოწვევას გულისხმობს.

ზოგადად კი, არჩევანის ამბავი მგონია. მე მირჩევნია მამაჩემის საფლავზე სრულიად მარტო მივიდე, სხვებისგან ფარულად. ვიღაც ფიქრობს რომ საერთო დღე სჯობს. ზოგი არ დადის სასაფლაოზე – მიიჩნევს, რომ იქ მხოლოდ მატერიის ნარჩენები ელოდება და არა ახლობელი ადამიანი.

არავის არაფერს უშავებს სამარეზე კვერცხის გაგორება და ჭიქა ღვინის წაქცევა. ერთხელ ვიხუმრე და არც მთლად უკბილოდ: ,,გარდაცვლილთა დღეს კანონზომიერება იცვლება: თუ სხვა დღეებში მიცვალებულებს მიასვენებენ სასაფლაოზე, ახლა სასაფლაოდან მოასვენებენ სიმთვრალისგან “გარდაცვლილებს” – მეთქი. ” კი, უსიამოვნო სანახავია ხსენებული სცენა. კი, ალბათ უფრო მოკრძალებულად სჯობს ეს ამბავი. მაგრამ კაცმა რომ თქვას, რა ჩემი საქმეა, ვინ რამდენს დალევს საკუთარ მკვდართან ანდა ვინ იცის, რა დარდს ახრჩობს ამ სმით ან ვის ეკუთვნის ეს დარდი; წასულის მონატრებას თუ აქ დარჩენილის ყოფას.”

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ფრანგული ჭერის 7 უპირატესობა და 1 ნაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო
ახალი ამბები

ფრანგული ჭერის 7 უპირატესობა და 1 ნაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო

16:10 08-12-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა:  ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია

14:41 08-12-2025
რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ

22:38 08-11-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

15:47 08-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved