• რეკლამა
  • კონტაქტი
01:40, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ბედი ეწია ჭიჭინაძესთან კვირიკაშვილის მიგზავნილ ხალხს?

ალია ავტორი - ალია
01:16 07-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

„ალიას“ ესაუბრება  საქართველოს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე.

– თქვენ განაცხადეთ, რომ ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ძალოვანი მინისტრები გამოგიგზავნათ, რომ მამუკა ხაზარაძის კრიტიკაზე ხელი აგეღოთ და გარკვეული მუქარაც იყო თქვენს მიმართ. ვინ იყვნენ ის მინისტრები და ამ თემაზე დამატებით ხომ არ მეტყოდით რაიმეს?

– როგორც გამოაგზავნა კვირიკაშვილმა ის ხალხი, ისევე გავუგზავნე უკან. მერე კვირიკაშვილი სად წავიდა, ვინ აღმოჩნდა პოლიტიკის მიღმა, კარგად ვხედავთ. ახლა შეუძლია, მიეხმაროს მამუკა ხაზარაძეს, სხვა ბანკირებს და ხალხის ძარცვის ახალი პოლიტიკა ერთად  ჩამოაყალიბონ. იმ ქვეყანას  მომავალი არ აქვს, სადაც ბანკირებს პოლიტიკაში აქვთ ადგილი. ბანკირების ინტერესები ყოველთვის განსხვავდება ხალხის ინტერესებისგან. ვისაც უნდა ბანკირებს ემსახუროს,  მაინც მაგათი მთავრობები იყო და დღესაც არის. ვისაც გვინდა ხალხს ვემსახუროთ, ჩვენ დაგვანებონ თავი. ჩვენ ვეცდებით, რომ ამ ადამიანებს, ბანკირებს,  მათ მხარდამჭერებს  თუ ლობისტებს პოლიტიკაში ადგილი არ დავუტოვოთ და სადაც იმსახურებენ,  ადგილი იქ  მივუჩინოთ.

– ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? ოლიგარქიული მმართველობა  როგორ უნდა მოიშოროთ? როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხზე იზრუნებენ?

– ის პოლიტიკური ძალები, რომელიც ბანკირებზე, მთავარ პრობლემაზე არ ლაპარაკობენ, ხალხისთვის არასოდეს იზრუნებენ. ჩვენ ქვეყანაში პრობლემაა უსამართლო ფინანსურ სისტემაში, რომელმაც მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველოც ასეთ კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა. დღეს არის ცივილიზაციური ომი მთელ მსოფლიოში. არის  კატეგორია პატრიოტებისა, რომლებიც იბრძვიან ქვეყნისა და საკუთარი მოსახლეობის ინტერესებისთვის და არის ხალხი, რომელთაც მხოლოდ გლობალური ფინანსური ინტერესები გააჩნიათ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოძრაობენ და შესაბამისად, მთელ მსოფლიოში გააჩნიათ ფინანსური ინტერესები, აქვთ კაპიტალი მრავალ ქვეყანაში. პოლონელმა სოციოლოგმა,  ზიგმუნდ ბაუმანმა დაყო  მსოფლიო გლობალებად  და და ლოკალებად. გლობალებზე მოგახსენეთ და ლოკალები ის პატრიოტი  ხალხია, ვინც მხოლოდ ერთ ქვეყანაში ცხოვრობს და მხოლოდ დევნილობის პირობებში გადაადგილდებიან იძულებით. ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ლოკალები არიან, ქართველი თუ სხვა ქვეყანაში მიდის, იძულებით, აქ არსებული გაუსაძლისი პირობების გამო, თავისა და  ოჯახის გადასარჩენად.  რასაც უცხოეთში შოულობენ, იმის ნახევარი   აქ რომ მისცე მათ ოჯახებს, ფეხს არ მოიცვლიან საქართველოდან. იმ კატეგორიის ქვეყნებს არ გავნეკუთნებით, ვინც მოგზაურობს და ტურისტულად ისვენებს. საკუთარი მიწიდანაც კი აგვყარეს, ნახევარ მილიონამდე ადამიანი დევნილი გვყავს. ჩვენი მოსახლეობის ასევე უდიდესი ნაწილი, ვინც უცხოეთშია სამუშაოდ წასული, ისინიც დევნილობაში იმყოფებიან, ოღონდ ისინი სხვა კატეგორიის დევნილები არიან, „მატერიალური დევნილები“, თუ შეიძლება, ასე ითქვას.  ეს არის ქვეყანა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ყრის სამშობლოდან, თვითმფრინავის იაფფასიანი ბილეთებით, როგორც გვპირდებოდნენ  და აგვისრულეს კიდეც. ამას უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ, ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებისთვის ვიბრძვით, უნდა დავუპირისპირდეთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ფინანსური ინტერესებისთვის იბრძვიან და ფინანსურ მოგებას ხალხის გაღატაკების ხარჯზე იღებენ. ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ და მერე დალაგდება ყველაფერი.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №23

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved