• რეკლამა
  • კონტაქტი
04:15, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რა აზრი აქვს სააკაშვილისთვის ასეთ შეწყალებას? თუ ისევ უკრაინაში დაბრუნდება, გამოვა, რომ „ოცნებამ“ მიშას ჩამოსვლით ხეირი ნახა“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
03:30 12-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „სახალხო ტრიბუნის“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– მიხეილ სააკაშვილის თავს ახალი ამბები ხდება და რაიმე მოჰყვება ამ ყველაფერს? სამი პრეზიდენტის შეხვედრაზეა ლაპარაკი და სააკაშვილი ამბობს, მოდით, გორის ჰოსპიტალში შევხდეთ მე, გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილიო. სალომე ზურაბიშვილი ალაპარაკდა საყოველთაო შერიგებაზე, კონსოლიდაციაზე და თავისი საყვარელი „ძიალოგიც“ მოაყოლა. საითკენ მიდის საქმე? არის იმის რეალური შანსი, რომ შეიწყალოს ზურაბიშვილმა სააკაშვილი?

– მე არ მგონია, რომ ეს შეწყალება, შერიგება, რაიმე სასიკეთოს ემსახურებოდეს. ვინ ვის ურიგდება? „ნაცმოძრაობის“ ყოფილ და ახლანდელი წევრებსა და ლიდერებს თუ  შერიგებას უწყობენ, ეგ არაფერს ნიშნავს. ეს გარკვეულწილად ტაქტიკური ნაბიჯი თუ იქნება. რეალურად, ჩვენ მოვისმინეთ  ირაკლი კობახიძის პასუხი ამ  შესაძლო შერიგებაზე – „ნაცებმა“ ბოდიში მოიხადონ წარსულში ჩადენილი დანაშაულებების გამო და მერე საერთოდ გაქრნენ, პირობა დადონ, რომ პოლიტიკიდან წავლენ და შევურიგდებითო. თან თქვა, რომ შერიგების წინაპირობა ეს უნდა იყოსო. სალომე ზურაბიშვილმა რომც შეიწყალოს სააკაშვილი, მას შეუძლია კონკრეტული, დადასტურებული დანაშაული აპატიოს, კონკრეტული დანაშაულის გამო შეიწყალოს, რომლის გამოც  უკვე მისჯილი აქვს სასჯელი. სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება მიმდინარეობს, მათ გამო ბრალი არ აქვს წაყენებული და ამ საქმეებისთვის გამო ვერ შეიწყალებს, ამის უფლება არ გააჩნია. საბოლოო ჯამში, თუ არ მისცემენ ამ ქვეყანაში ყოფნის უფლებას, რა აზრი აქვს სააკაშვილისთვის ასეთ შეწყალებას? კი იყო საქართველოში ჩამოსვლამდე თავისუფალი და უკრაინაში ცხოვრობდა. მის ბრალს არავინ აღიარებდა დასავლეთში. რა ვიცი, თუ ისევ უკრაინაში დაბრუნდება, ეს მრავალთვიანი ეპოპეა იმით დასრულდება, რომ ჩვენ დავბრუნდებით ისევ არჩევნების წინა პერიოდში, როდესაც „ქართული ოცნება“ აყალბებდა არჩევნებს. საბოლოოდ, გამოვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილის ამ სერიალით შეირგო არჩევნები. სააკაშვილის პატიმრობის, შიმშილობის და ავადმყოფობის თემამ, ისედაც გადაფარა ყველა პრობლემა ქვეყანაში, მოპარული არჩევნები, უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ფასების კატასტროფული ზრდა, პანდემია და ყველა დანარჩენი.  „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილის ჩამოსვლით ძალიან დიდი ხეირი ნახა.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved