• რეკლამა
  • კონტაქტი
09:22, ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა არის რუსეთის 2 მიზანი და როგორ იცავს თავს რუსული რაკეტებისგან უკრაინა? – უკრაინელი სამხედრო ექსპერტი

ალია ავტორი - ალია
20:44 10-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
250

უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა

„რუსეთს ორი მიზანი ჰქონდა. პირველი – შურისძიება, რაც გახლავთ რუსეთის ფედერაციის ტრადიცია. როგორც კი უკრაინა რაიმე წარმატებას მიაღწევს ფრონტზე, ისინი მაშინვე იწყებენ შურისძიებას, თან ეს შურისძიება მიმართულია მოსახლეობისადმი, რადგანაც რუსეთს აღარ აქვს ძალა და საშუალება, ფრონტის ხაზზე გასცეს პასუხი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. მეორე და ყველაზე მთავარი მიზანი კი, არის პოლიტიკური. ეს არის უკრაინის იძულება კაპიტულაცია მოახდინოს. ამასთან, პუტინი არ ცვლის თავის ამოცანებს. ის არ აპირებს რაიმე დათმობაზე წასვლას. მისი მიზანი არის უკრაინის სრული პოლიტიკური შთანთქმა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინას საერთოდ არ აქვს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა. უკრაინამ უბრალოდ ისწავლა როგორ ებრძოლოს ფრთოსან რაკეტებს ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემით. სამხედრო კუთხით ეს უაზრობაა. ეს სისტემა არ არის განკუთვნილი ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ გამოსაყენებლად. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს შევისწავლეთ. შევიმუშავეთ ალგორითმი და ვცდილობთ, მათ ჩამოგდებას. ეფექტიანობა 50%-ს აჭარბებს. ანტისაჰაერო სისტემისთვის ეს ძალიან კარგი მონაცემებია. ზოგადად, კი უკრაინას სჭირდება ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა და აუცილებელია მისი შექმნა. პარტნიორები ასეთი სისტემების უკრაინისთვის გადაცემაზე უკვე რვა თვეა, საუბრობენ.

ერთადერთი გავლენის ბერკეტი, რაც პუტინს დარჩა, არის ბირთვული იარაღი. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოქმედების ეს ბერკეტი უფრო კოლექტიურ დასავლეთზე მუშაობს და არა უკრაინაზე. ის შეეცდება ამ ბერკეტის გამოყენებას, რომ დასავლეთმა შეწყვიტოს უკრაინის დახმარება და აიძულოს კიევი, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების პროცესს. ასეთ შემთხვევაში, უკრაინა თუ დაეცემა, მაშინ მთელი დასავლეთი დაეცემა და პუტინი გახდება მსოფლიო ჰეგემონი, რომელმაც დაამარცხა კოლექტიური დასავლეთი“

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა

17:17 11-26-2025
თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში

14:03 11-26-2025
დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში

14:50 11-25-2025
ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით
ახალი ამბები

ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით

14:22 11-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved