• რეკლამა
  • კონტაქტი
23:12, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა არის მთავარი ბრიტანული საჩუქარი უკრაინისთვის და როგორ დაასრულა სიცოცხლე FSB-ს ყოფილმა გენერალ-მაიორმა? – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
23:31 07-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
856
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
21 ივლისის შეჯამება უკრაინაში:
– დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის დახმარება იზრდება: უკრაინის არსენალი იზრდება L119 ბუქსირებადი არტილერიით. მათი საერთო რაოდენობა 36-ია. მისი სროლის მანძილი 11.5 კილომეტრია. ამას ემატება თვითმავალი 20 M109 თვითმავალი არტილერია, რომლის სროლის მანძილი 21 კილომეტრია, ხოლო სპეციალური მამოძრავებელით 30 კილომეტრსაც კი აღწევს. ამას მოაყოლეს 50 ათასი ჭურვიც.
თუმცა მთავარი ბრიტანული საჩუქარი ჯავშანტრანსპორტიორი Stormer HVM-ია, რომელიც ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარითაა აღჭურვილი. უკრაინელთა ხელში მათი საერთო რაოდენობა ამჯერად, სავარაუდოდ, 6-ია. მათ უკრაინის ცის დაცვაში მნიშვნელოვანი როლის შეტანა შეუძლიათ.
– ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, MI6-ის უფროსმა რიჩარდ მურმა განაცხადა, რომ რუსული შეტევა შეჩერებულია, რადგან რუსეთი თანდათან იფიტება და ეტაპობრივად ჩნდება შანსი უკრაინელებმა კონტრშეტევა წამოიწყონ რამდენიმე მიმართულებით. მან დაამატა, რომ უკრაინის ომის მოგება სრულიად შესაძლებელია.
ამასთან, მურის განცხადებით არ არსებობს არანაირი მინიშნება, რომ პუტინის ჯანმრთელობას რაიმე სერიოზულ პრობლემას ჰქონდეს. ეს ეჭვი ადრეც არსებობდა და ახლა ამ დღეებში გავრცელებული ზოგიერთი კადრიდანაც გაჩნდა.
– სევასტოპოლში (ყირიმში) საზღვაო ფლოტთან დაკავშირებული სამხედრო აღლუმი უკრაინული შესაძლო იერიშის შიშის ფონზე გაუქმდა.
– ბოლო 48 საათია ყველაზე აქტიური რუსული საარტილერიო იერიში საქალაქო დასახლებებზე ხარკივში, კრამატორსკსა და სლავიანსკში მიმდინარეობს. დღეს ხარკივში სამგზავრო ავტობუსიც დაიბომბა. ათობით მშვიდობიანი მოსახლეობაა დაშავებული და დაღუპული.
– უკრაინელები აგრძელებენ რუსული პოზიციების დაბომბვას სამხრეთში. ხერსონის რაიონში, ყირიმთან ახლოს კიდევ ერთხელ დაიბომბა საპორტო პოზიციები სკადოვსკში. ამუნიციის საწყობის აფეთქება ძალიან მძლავრი იყო.
არანაკლებ მძლავრია შეტევა ზაპორიჟიას რაიონზეც – მელიტოპოლი და პოლოჰი კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ უკრაინული დარტყმების ქვეშ. კვლავ ინტენსიურად იბომბება ქალაქი დონეცკის ირგვლივ განთავსებული საწყობები და სამხედრო ნაწილები.
– აშშ-ს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინელებს არცერთი HIMARS არ დაუკარგავთ და რუსების ნებისმიერი განცხადება ამ თემაზე არის სრული სიცრუე.
– მოსკოვში, FSB-ს (ФСБ) ყოფილი გენერალ-მაიორი ევგენი ლობაჩევი საკუთარ სახლში შუბლში ტყვიანაკრავი იპოვეს. უცნობია თვითმკვლელობა იყო ეს თუ მკვლელობა, მაგრამ ასეთი მაღალი რანგის ოფიცრები შემთხვევით იშვიათად კვდებიან.”
თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved