რაც უნდა კარგი ხარისხის რბილი ავეჯი იყიდო, როგორ ფაქიზადაც უნდა მოექცე, ადრე თუ გვიან „უბედურება“ თავს იჩენს ლაქის სახით. არის ლაქა, რომლის მოცილება საყოფაცხოვრებო ქიმიკატებით შეგიძლია.
უპირველესად, დავიცვათ უსაფრთხოების პირველადი წესები:
წესი პირველი:
მიუხედავად იმისა, რას წმენდ და რით, – გაიკეთე რეზინის ხელთათმანი.
წესი მეორე:
თუ მზა ხსნარს იყენებ, გაეცანი ეტიკეტს, ნახე ხომ არ გაქვს მის რომელიმე კომპონენტზე ალერგია, ყოველი შემთხვევისთვის, ახლოს გქონდეს ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები.
წმენდას რას შეეხება, პირველ რიგში, მოხსენი გადასაფარებელი, შემდეგ კი ავეჯის მტვერსასრუტით, ან სპეციალური, რბილი ჯაგრისით გაწმინდე ავეჯის ზედაპირი. განსაკუთრებული ყურადღებით გაწმინდე კუთხეები, შეერთებები ჩაღრმავებები, ნაკერები – ამ ადგილებში ყველაზე მეტად გროვდება ჭუჭყი.
გაეცანი ავეჯის ეტიკეტს – იქ წერია, როგორ შეიძლება გაწმინდო და როგორ არ უნდა გაწმინდა, რომ არ დააზიანო. ზოგი რბილი ავეჯისთვის სველი წესით წმენდა „მკვლელობის“ ტოლფასია.
თუ მზა ხსნარებით გინდა გაწმინდო, დაგვჭირდება ე.წ. დივნის შამპუნი. არ დაგავიწყდეს, „შამპუნი“ ზავდება წყალში, თანაფარდობით 1:10 თან დაახლოებით, ქაფი უნდა გადაანაწილო დივნის ზედაპირზე და გააჩერო 15–20 წუთი. არ იფიქრო, რომ რაც მეტხანს გააჩერებ, მეტი ეფექტი ექნება. იყიდება აგრეთვე სპრეი, რომელიც ასევე ისმევა ზედაპირზე და ისიც დაახლოებით ამდენივე დრო უნდა გააჩერო. ორივე შემთხვევაში, შემდგომ მტვერსასრუტით უნდა აიღო ქაფი და ჭუჭყი.
სუფთა და წკრიალა სახლი ფუფუნება არაა, აუცილებელია. რაც მეტი შუქი, ჟანგბადი გექნება სახლში და ნაკლები მტვერი, მით ნაკლებია დეპრესიის შანსი და მით მეტად მოგდის ახალი იდეები. ეს ფსიქოლოგების მოგონილი ხრიკი არაა, კონკრეტული მედიცინური ახსნა აქვს და სხვა დროს, გპირდები ამაზე წვრილად გიამბობ. დღეს კი ისევ წმენდის ხერხებს დავუბრუნდები.
ხალხური მეთოდები
საპნის ხსნარი
წყალთან კარგად შერეული სარეცხი საპონი – ხსნარი აშორებს მარტივ ჭუჭყს, მაგალითად, ბავშვმა თუ ცხიმიანი თითუნები გაუსვა, ან მწვადის ცხიმიანი ნაჭერი თუ დაგივარდა სავარძელზე. ბამბის ხელსახოცს ასველებ ხსნარში და აუცილებლად დაიმახსოვრე, წმენდ ერთი მიმართულებით, თუ არ გინდა უარესად დალაქავდეს.
სოდა და ძმარი
ძმარი ლაქებს აშორებს, სოდა კი – სუნს. 1 სუფრის კოვზი, საკვებში გამოსაყენებელი სოცა და 1/3 ჭიქა, თბილი ძმარი დაუმატე 1/2 ლიტრ წყალს. გამოიყნე სპრეის ბოთლი, შეასხურე, დააცადე 20 წუთი და შემდეგ ზედაპირი გაწმინდე რბილი, სპეციალური ფუნჯით და სუფთა, კარგად გაწურული ღრუბლით.
ან, დივნის ზედაპირზე მოაყარე სოდა მშრალად და გააჩერე 1 საათი, ნარჩენები კი მოაშორე, სპეციალური ფუნჯით, შემდეგ კი გაწმინდე ძმრიან წყალში დასველებული ხელსახოცით. –
გაფრთხილება, ეს მეთოდი არ აშორებს ძველ ლაქებს და არ არის რეკომენდებული ძვირადღირებული ავეჯის მასალებისთვის.
ერთი ოქროს რჩევა:
არასოდეს გაწმინდო რბილი ავეჯი ლოკალურად, მხოლოდ ერთ წერტილში, ყოველთვის სჯობს, მთლიანად გაწმინდო!
როგორ მოვაშოროთ დივანს უსიამოვნო სუნი
იქნება ეს სიძველის, ნესტის თუ რამე სხვა ტიპის სუნი, აეროზოლი მას ვერ აქრობს, აეროზოლი მხოლოდ დროებით ფარავს უსიამოვნო სუნს სასიამოვნო სუნით.
2 სუფრის კოვზი ძმარი აურიე ერთ ჭიქა გრილ წყალში, შეასხურე, დანამული ადგილი დაფარე ტილოთი და ასე გააჩერე მინიმუმ 30–60 წუთი. ეს პროცედურა უსიამოვნო სუნს გაანეიტრალებს.
ამის შემდეგ ქსოვილის დამარბილებელი გააზავე წყალში და ღრუბლით დაამუშავე ზედაპირი. ბოლოს კი გაამშრალე პირსახოცით.
როგორ მოვაშოროთ სისხლის ლაქა
სისხლის მოშორება ადვილია, თუ ის ახალია. გახსენი ასპირინის 3 აბი ერთ ჭიქა ცივ წყალში, რაც უფრო ცივი, უკეთესია. დაასველე ხელსახოცი ხსნარში და დაადე ლაქას 1 საათით. შემდეგ გაწმინდე წყლით და ნაჭრით. ან წაუსვი წყალბადის ზეჟანგი ლაქას და გააჩერე 15 წუთი.
ძველი სისხლის ლაქების მოშორება შეუძლებელია. სახლის პირობებში. როგორც უნდა ეცადო, როგორც წესი, ყავისფერი ლაქები ბოლომდე არ ქრება.
ღვინის ლაქის გაწმენდა
ღვინის ლაქებთან გამკლავებაც უფრო ეფექტურია დაღვრისთანავე.
მოაყარე მარილი ლაქას, გააჩერე 15 წუთი. გამოიყენე კბილის რბილი ჯაგრისი ლაქის გასაწმენდად კიდეებიდან ცენტრისკენ. მტვერსასრუტით მოაშორეთ ნარჩენები. ბოლოს დაამუშავე საპნიანი ქაფით.
ყავის ლაქა
ლაქას მოაყარე ტალკი, სოდა ან მარილი, დაელოდე 40-60 წუთი, სანამ ტენიანობა შეიწოვება. გააკეთე საპნიანი ქაფი 72%-იანი სარეცხი საპნისგან, გაანაწილე ქაფი ლაქაზე და ფრთხილად გაწმინდე ღრუბლით.
როგორ გავწმინდოთ ტყავის დივანი
ტყავის დივანს ახალი ლაქების უმეტესობა შეიძლება მოაშორო სველი ტილოებით ან წყლის ხსნარში დასველებული ღრუბლით, რომელსაც დაემატება სპეციალური სითხე ან სარეცხი საპონი. როდესაც დივანი გაშრება, ის უნდა დამუშავდეს გლიცერინით ან ცვილის ბაზაზე დამზადებული კონდიციონერით.
ტყავის დივანზე არ ჩაატარო ექსპერიმენტები სპირტით, ძმრით ან სხვა ხალხური საშუალებებით.
ორთქლის საწმენდი
გააჩნია ქსოვილს, ზოგ ქსოვილთან მისი გამოყენება სასტიკად აკრძალულია, ამიტომ, თუ პროფესიონალი არ ხარ, ასე მარტივად ნუ გადაწყვეტ მის გამოყენებას. ორთქლის ნაკადი ღრმად აღწევს ავეჯში, ის მხოლოდ ზედაპირზე არ ზემოქმედებს.
მით უმეტეს, როცა ორთქლის აპარატი არაა გათვლილი ჭუჭყის და ლაქების მოსაშორებლად, ის შეიქმნა ავეჯის ქსოვილის ფერის გასანახლებლად, სუნის გასაქრობად, ზედაპირის დეზინფექციისთვის.
მოკლედ, მილიონობით ხერხია ავეჯის გასაწმენდად და ყველა ინდივიდუალურია, რადგან, ჯერ ის უნდა ვიცოდეთ, ეტიკეტის მიხედვით, რა შეგვიძლია გამოვიყენოთ კონკრეტულ ავეჯზე. მერე უნდა ვიცოდეთ, რისი ლაქაა და მხოლოდ შემდეგ უნდა შეირჩეს წმენდის უნიკალური, ინდივიდუალური მეთოდი. სხვა შემთხვევაში, შანსი იმისა რომ უარესად დაალაქაო, ბევრად მაღალია. ამიტომ, უმთავრესი და უპირველესი რჩევა მაინც პროფესიონალია.
სახლის დალაგება გინდა, თუ რემონტის შემდგომი დალაგება, ფანჯრები გაქვს დასაწმენდი, თუ ავეჯი, ოფისია დასალაგებელი, თუ საწყობი, აივანი, თუ სამზარეულო – პროფესიონალთა გუნდს სჯობს დაუკავშირდე, განა იმდენი რა ეღირება, გაფუჭებად რომ გიღირდეს ავეჯის, თუ იატაკის, განა ნერვიულობა უარესად არ გაზიანებს? და დრო? შენ, არაპროფესიონალს ხომ სამჯერ მეტი დრო გჭირდება მინიმუმ.
განა მარტო ავეჯის წმენდაა, არსებობს ადგილები, მაგალითად, როზეტების ძირი, ხელსაბანის ქვედა კუთხეები, რომლებიც არ ჩანს და რომლის გაწმენდაც უმრავლესობას თავში აზრადაც არ მოსდის. სისუფთავეს რომ ყველაზე სასიამოვნო სუნი აქვს, კი გეცოდინება, მაგრამ იქნებ ის არ იცი, რამდენი დაავადების მაპროვიცირებელია მტვერი.
ხალიჩების სწორად წმენდა, დივნის წმენდაზე დიდი თავისტკივილია. არანაკლებია ფანჯრები, იცი, როგორ უნდა გაწმინდო ისე, რომ არც დაკკაწრო და თან სარკესავით ბზინვარებდეს?
მოკლედ, ერთადერთ ხალხურ მეთოდს ვცნობ – პური უნდა აცხოს მეპურემ.
ძმარს მოვასხამ სალათას, სოდას კი ბლინის ცომისთვის გამოვიყენებ, რადგან, როგორც ჩემი შვილი ამბობს, პური უნდა აცხოს მეპურემ და ბლინის ცხობა კი ყველას შეუძლია.
სად უნდა იპოვო ჯგუფი ან პირი, ვისაც შეუძლია პროფესიონალური დალაგება? ამაზე ადვილი და კომფორტული აღარაფერია, მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გაჩნდა გვერდი, სადაც პროფესიონალი დალაგების მცოდნეთა განცხადებები ერთადაა თავმოყრილი. აარჩიე გინდ ფასის, გინდ ადგილმდებარეობის, გინდ – პირობების მიხევით.
არ დაგავიწყდეს ეს მასალა გაუგზავნო იმას, ვისი სახლიც ყველაზე კარგად დალაგებულად გეჩვენა, რადგან სისუფთავის ჯარისკაცს სისუფთავის გენერლობაც ენდომება, ჟანრის ლოგიკა ასეთია.
(R)
კომენტარები