“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას, ამბობს:
გირჩში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა მის შექმნაში დახმარებისთვის ნაციონალურ მოძრაობას ორ პირობას უყენებენ. ამის შესახებ პარლამენტში იაგო ხვიჩიამ ისაუბრა.
“ჩვენ არ მივიღებთ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, მაგრამ მის შექმნასთან დაკავშირებით ხელს არ შევუშლით ჩვენს კოლეგა ნაციონალური მოძრაობის წევრებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი საჯაროდ დადებენ პირობას, რომ როცა ჩვენ დაგვჭირდება მსგავსი საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაშინ მხარს დაგვიჭერენ შექმნაში. და მეორე, მათი ტელეარხების საშუალებით შეწყვეტენ ტირაჟირებას, რომ ჩვენ ვართ “ქოცების” მეგობრები, მათთან შეკრულები და ა.შ.”
დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
კომენტარები