• რეკლამა
  • კონტაქტი
23:05, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქვეყნის დატოვების უფლება უკანონოდ შემიზღუდეს, მე, როგორც მოქალაქეს, მომადგა ზიანი, დავხარჯე ფული, ვიყიდე ბილეთი“ – გიგი უგულავა

ალია ავტორი - ალია
16:31 01-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მას ქვეყნის დატოვების უფლება უკანონოდ შეუზღუდეს.

როგორც უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გამთენიისას ჯერ უკრაინაში, შემდეგ ევროპაში გამგზავრებას აპირებდა, თუმცა აეროპორტში, საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.

უგულავამ აღნიშნა, რომ არსებობს ოპოზიციური ლიდერების ბაზა, სადაც ყველა ის პირია შეყვანილი, ვისზეც გამოძიება მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ მას საგამოძიებო უწყებამ ქვეყნის დატოვების შეზღუდვა მოუხსნა, მაინც ბაზაშია და ბოლო წლებში უკვე მესამედ ვერ გადის ქვეყნიდან.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, რომ მას კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ეზღუდება, რის გამოც როგორც სახალხო დამცველს, ასევე საგამოძიებო უწყებას რეაგირებისთვის მიმართავს.

„ეს ყველაფერი დაემსგავსა იმას, რასაც პუტინის რეჟიმი აკეთებს განსხვავებულად მოაზროვნე თუ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მიმართ. დღეს დილით, აეროპორტში, აბსოლუტურად ყველა კანონის დაცვით, პასპორტით, კოვიდტესტით და შესაბამისი ყველა ბილეთით ვიყავი აღჭურვილი, მაგრამ საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მომცეს. ერთი საათი ველოდე, ბარგი უკვე ჩაბარებული მქონდა, რის შემდეგაც განმიცხადეს, რომ ვერ გავფრინდები. ადგილზე შსს განმარტებებს არ და ვერ იძლევა, მაგრამ როგორც მე გავარკვიე, არის ბაზა, რომელშიც შეყვანილია აბსოლუტურად ყველა ოპოზიციის ლიდერი, რომელიც გაგიგიათ და არ გაგიგიათ, ყველა, ვისზეც ოდნავ საქმეა აღძრული. იმ ბაზაში ხარ და დილის 6 საათზე ვერავის ვერ აღვიძებენ, რომ გაარკვიონ ამ ადამიანს აქვს მართლა შეზღუდვა თუ შეუძლია გადაადგილდეს. ბოლო შეზღუდვა სასამართლომ მომიხსნა, მაშინ როდესაც პატიმრობაში ვიყავი უკანონოდ. დღეს მე არანაირი შეზღუდვა არ გამაჩნია, მიუხედავად ამისა, დაირღვა ჩემი კონსტიტუციური უფლება გადაადგილების. ასე იქცევა პუტინის რეჟიმი, რაც სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ მთლიანად გადმოიღო“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, ახლა ეუბნებიან, რომ „თურმე ტექნიკური შეცდომა იყო და პროკურატურას არ გაუგზავნია წერილი, შესაბამისად, გვარი ბაზიდან არ ამოიღეს”.

„მე, როგორც მოქალაქეს, მომადგა ზიანი, დავხარჯე ფული, ვიყიდე ბილეთი“, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved