რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიასეჩლავ ვოლოდინის განცხადებით, ქვეყნების ლიდერები, რომლებიც უკრაინას სამხედრო იარაღით ამარაგებენ, ომის დამნაშავეები არიან. ამის შესახებ მან Telegram– ზე დაწერა.
“გერმანიის ლიდერობით ევროპული ქვეყნების მეთაურებს საკუთარი მოსახლეობის სერიოზულ კონფლიქტში ჩართვა შეუძლიათ. უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით ისინი ომის მონაწილეები ხდებიან.
ისინი დუმდნენ, როდესაც რვა წლის წინ ნაცისტებმა ოდესაში მშვიდობიანი მოსახლეობა ცოცხლად დაწვეს, დონბასის მოსახლეობის დასაცავად არაფერი გააკეთეს. დღეს კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მეტი სლავური წარმოშობის ადამიანი მოკვდეს.
თავიანთი ქმედებებით სამყაროს კატასტროფამდე მიიყვანენ. ქვეყნების ლიდერებმა, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან, საკუთარი რეპუტაცია შელახეს და პასუხი უნდა აგონ, როგორც ომის დამნაშავეებმა”. – წერს ვოლოდინი.
კომენტარები