• რეკლამა
  • კონტაქტი
16:01, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქვეყანაში ყველაფერი დაიხურა – სახლში გამომწყვდეული ხალხის დახმარებაზე არავინ ფიქრობს!

ალია ავტორი - ალია
13:18 03-20-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით ერთი კვირაა, კარანტინია გამოცხადებული. დაიხურა სამსახურები და უწყებები. საქართველოც ამ გზას დაადგა. მოსახლეობის ნაწილი უკვე უსამსახუროდ დარჩა, თუმცა, ევროპისგან განსხვავებით, მათ ფინანსურ დახმარებას არავინ სთავაზობს. ბოლო დღეების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან არ გახმოვანებულა სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა ირჩინოს მოსახლეობის იმ ნაწილმა თავი, რომელიც სახელმწიფო უწყებაში არ მუშაობს. ამასობაში კი, პრემიერის გადაწყვეტილებით, დაიხურა ყველაფერი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, აფთიაქებისა, ავტოგასამართი სადგურებისა, საფოსტო და საბანკო ფილიალებისა.

სრულიად სხვაგვარია განვითარებული ქვეყნების მაგალითები. საფრანგეთის მთავრობამ მოსახლეობა 3 თვით გაათავისუფლა კომუნალური გადასახადებისგან, ამერიკაში კი ყველა იმ ადამიანს, რომელსაც იძულებით მოუწია სამსახურებრივი მოვალეობის შეწყვეტა, მთავრობა თვიურად 1000 დოლარს გადასცემს.

ბელგიაში მოქალაქეებს, ვინც კორონავირუსის გამო სახლში არიან, სახელმწიფო გადაუხდის კომუნალურების თანხას 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყველა დროებით უმუშევარი მიიღებს 1450 ევროს კომპენსაციას პირველ ეტპაზე, რომელიც შეიძლება 2750 ევრომდე გაიზარდოს. გარდა ამისა, 4 თვით გადავადდება ავტომფლობელებისთვის სხვადასხვა ტიპის გადასახადი.

საქართველოში კი ჯერჯერობთ მსგავსი არაფერი მომხდარა და ამაზე არავინ ფიქრობს.

თამთა სესიაშვილი 34 წლისაა. ის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობდა, თუმცა სამი დღეა უკვე, უსამსახუროდ და უშემოსავლო დაადარჩენილი.

“აღარ ვმუშაობ, აღარ მაქვს შემოსავალი. ბანკში ფინანსური ვალდებულება მაქვს, ვიხდი ბინის ქირას, ფაქტობრივად, ჰაერში დავრჩი. სახელმწიფოს არ აინტერესებს ხალხი. გასაგებია, რომ სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს ეხმარებიან, ბანკებმა საშეღავათო პერიოდი დააწესეს, მაგრამ სხვა სახის შეღავათებზე ხმას არავინ იღებს. კომუნალურები უნდა დაგვიფარონ ან საჭმელი დაარიგონ, რამე მოიფიქრონ, თორემ ხალხი მშიერი მოკვდება,” – აღნიშნა თამთა სესიაშვილმა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, საქართველომ ბევრ რამეში ევროპული სტანდარტები აითვისოს და მათი გამოცდილება გაიზიაროს, თუმცა ქვეყნის ეკონომიკა ამისთვის არასდროსაა მზად.

სწორი, თუმცა არასაკმარისი – ასე აფასებს აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე “რეზონანსთან” სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მისი აზრით, სებ-მა უნდა დაივიწყოს დღემდე არსებული მიდგომა და მოსთხოვოს ბანკებს მეტი სოციალური პასუხისმგებლობა, შესაბამისად, მეტი შეღავათი მოსახლეობისათვის.

“ლიბერალური მიდგომა, რომ სახელმწიფო კერძო სექტორში არ ჩაერიოს, ყველგან მივიწყებას მიეცა და ყველა ქვეყნის ბიუჯეტი ამ რეალობაზე გადაეწყო. საქართველოში არ გვაქვს რესურსი, ვაკეთოთის, რაც აშშ-სა და ევროპის წამყვან სახელმწიფოებში ხდება, მაგრამ რაღაც ხომ უნდა გაკეთდეს?

პირველ რიგში, ეროვნულმა ბანკმა უნდა დაივიწყოს გაუგებარი ლიბერალური მიდგომა და მართლაც უნდა გახდეს რეგულატორი, რაც იმაზე მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას მოითხოვს, ვიდრე აქამდე. საბანკო სექტორი ყველაზე დიდია და წმინდა მოგებაც ყველაზე დიდი აქვს, ამიტომაც აუცილებელია მათთვის მეტი პასუხისმგებლობის დაკისრება ამ გაუგონარ ფორსმაჟორში, რაშიც დღეს კაცობრიობაა.

გარდა ამისა, მან ახლა უნდა გამოიყენოს სწორედ რეზერვები მაქსიმალურად. უფრო საჭირო დრო რომელი შეიძლება იყოს? ფაქტია, რომ ბოლო იტერვენცია იყო დაგვიანებული და ეს ჩანს შედეგით – ლარი საერთოდ არ გამყარდა.

რაც შეეხება სახელმწიფოს, მე ვფიქრობ, რომ სწორი კურსი აქვს, სწორად მოქმედებენ, მაგრამ ეს არ არის მაქსიმუმი და სწორედ ამას ველოდებით ჩვენ გახარიას მინისტრთა კაბინეტისაგან,” – განაცხადა სილაგაძემ.

ეკონომისტი აკაკი ცომაია კი აღნიშნავს, რომ დროა, მთავრობა ქამრების შემოჭერაზე გადავიდეს. აუცილებელია, სამოქმედო გეგმა უკვე მოფიქრებული და გააზრებული იყოს.

“როცა შემოსავალი მცირდება, თითოეული ჩვენგანი ამ დროს გადავდივართ ქამრების შემოჭერაზე, რაც გარდაუვალია. შესაბამისად, მთავრობაც ამ გზას უნდა დაადგეს. სამთავრობო ხარჯები, ერთი მხრივ, გამოიყენოს ოპტიმალურად ჯანდაცვაზე და, მეორე მხრივ, შეეცადოს, რაც შეიძლება მეტი რესურსი ჩატოვოს ეკონომიკაში. კონკრეტული ადამიანებისათვის კომუნალური გადასახადების გადახდა, სუბსიდირება რომელიმე კონკრეტული სექტორისა არ არის სწორი მიდგომა, როცა ვსაუბრობთ ეკონომიკურ პოლიტიკაზე,” – განაცხადა “რეზონანსთან” ცომაიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved