• რეკლამა
  • კონტაქტი
00:52, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქვეყანაში დადის ათასობით ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობაზე, ან სხვის მოკვდინებაზე ფიქრობს…” – ყალაბეგაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:37 07-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
224

გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:

აქ, ფეისბუქზე შემხვდა ახალგაზრდა, მოჭიდავე ბიჭის გასვენების ფოტო… ძალიან წარმატებული, ახალგაზრდა, ყველაფერი რომ წინ ჰქონდა ცხოვრებაში, ადგა და წავიდა…
პრობლემა, რომელზეც სულ მეფიქრება არის უმძიმესი, ძალიან მზარდი და არავინ, თითქმის არავინ არ საუბრობს ამ სავალალო მდგომარეობაზე…
ქვეყანა სავსეა მენტალური და ფსიქოლოგიური პრობლემებით გატანჯული ადამიანებით… ეს ურთულესი და ძალიან საშიში ავადმყოფობა, ან არასერიოზულად არის აღქმული, ან ოჯახის წევრების, ახლობლების მიერ არის სტიგმად გაფორმებული…
ერთი, რომ ადამიანები იტანჯებიან ამ საშინელი მდგომარეობით და მეორე, ბევრი ვერ აკონტროლებს ემოციას და ეწირება ადამიანთა სიცოცხლე… ან სხვას კლავს, ან თავდაცვის მომენტში მას კლავენ… ბოლო პერიოდში იმდენი შემთხვევაა ჩემს სანაცნობოში, უახლოეს ხალხში, ვინც დაჭრა, დაჭრეს, ესროლეს, მოკლეს… ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანები, ყოველდღიურად ხდებიან მკვლელები, ან მათ კლავენ, თავდაცვის მომენტში…
საერთოდ არ არსებობს, სახელმწიფო პროგრამები…არათუ რეაბილიტაცია, ფსიქოლოგთან/ფსიქიატრთან ვიზიტიც კი ხელმიუწვდომელია ბევრისთვის… 150-200 ლარი ღირს ერთი ვიზიტი…
მყავს დაწესებულება გამოვლილი მეგობრები და მომინახულებია არაერთხელ, ვიცი რასაც ვამბობ – ფსიქიატრიული დაწესებულებები არის ჯოჯოხეთი, საშიში და სტრესული სივრცე, მოძალადე და არაპროფესიონალი კადრებით…
შედარებით უკეთესი დაწესებულებები, არის ფასიანი და ძალიან ძვირი…
ამ ძალიან სავალალო და საშიშ ამბავზე, რომელიც მზარდია, საშიშია და იღებს ბრუტალურ ფორმას, გადაჭრის კი არა გზების მონახვის დონეზეც არავინ საუბრობს, არც ხელისუფლება, არც პოლიტიკური სპექტრი, არც საზოგადოება…
ქვეყანა სავსეა მენტალური და ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებით, მათი ჯოჯოხეთური ყოველდღიურობით… ქვეყანაში დადის, ან სახლშია გამოკეტილი ათასობით ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობაზე, ან სხვის მოკვდინებაზე ფიქრობს…
ამ ხალხს სჭირდება დახმარება… თუ ეს არ იქნა გააზრებული, 3-5 წელიწადში, მივიღებთ კატასტროფილ ვითარებას, რომლის დაბალანსება ძალიან გაჭირდება…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved