ქუთაისის აეროპორტში ჩაფრენილი ბოლონიის რეისის ორი მგზავრი შემოწმებაზე გადაიყვანეს. ეკიპირებულმა სპეციალისტებმა მგზავრები სპეციალურ ავტომობილში ჩასვეს და წაიყვანეს.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი აცხადებს, ერთი პირი სამხედრო იყო და ის გორში გადაიყვანეს, რადგან იმყოფებოდა ბოლონიაში, რისკ-ზონაში. მას ტემპერატურა არ ჰქონდა და მის გადაყვანაზე რეკომენდაცია არ გაუციათ და ის სამხედროებმა წაიყვანეს.
მეორე პაციენტის კი ტემპერატურა დაუფიქსირდა 37,5 და უსაფრთხოების მიზნით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ რეისზე სხვა საეჭვო შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ექიმები ყველა პაციენტს ამოწმებენ და მათ მონაცემებს იწერენ. სულ რეისით 97 მგზავრი ჩამოფრინდა.
ფოტო: იმედინიუსი
კომენტარები