ქუთაისში, გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მოხდა. გზაზე მოძრავ ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მიყენებული დაზიანებების შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.











კომენტარები