ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელიც დედას სახლის გადაწვით დაემუქრა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ინფო იმერეთი ავრცელებს. მათი ცნობით, მამაკაცი დარაჯად მუშაობდა და ის სამართალდამცველებმა დასაცავ ობიექტზე აიყვანეს.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.











კომენტარები