• რეკლამა
  • კონტაქტი
02:36, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქუთაისის მერიამ 2019-2021 წლებში რესტორნებში 179 ათასი ლარი დახარჯა – “ფლანგვის დეტექტორი”

ალია ავტორი - ალია
15:12 11-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

ფოტო – ფლანგვის დეტექტორი

ქუთაისის მერიამ 2019-2021 წლებში რესტორნებსა და სუფრებში 179 ათასი ლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს. 

მათ ინფორმაციით, ქუთაისში 8,077 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და რესტორნებში დახარჯული თანხა 248 მათგანის 1 წლის შემწეობას უდრის.

ქუთაისის მერია ქალაქ ქუთაისის მმართველი ადმინისტრაციული ორგანოა, რომელსაც ევალება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება. ქუთაისის მოსახლეობა 150,000 ადამიანს შეადგენს, ხოლო მერიის საშუალო ბიუჯეტი, ბოლო 3 წელიწადში, 70 მილიონი ლარია.

სხვადასხვა ხარჯებს შორის, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიწევა, აღსანიშნავია წარმომადგენლობითი ხარჯები, რომელიც მოიცავს მიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე, წვეულებებსა და ღონისძიებებზე, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებზე დახარჯულ თანხას.

2019-21 წლებში ქუთაისის მერიის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა ჯამში შეადგინა 348,129 ლარი.

2019 – 249,336 ლარი

2020 – 93,973 ლარი

2021 – 28,636 ლარი

აქედან სარესტორნო მომსახურების ხარჯებმა 178,820 ლარი შეადგინა, სუვენირების შეძენა ქუთაისის მერიას 90,367 ლარი დაუჯდა, 18,183 ლარი ტრანსპორტირების ხარჯებმა, ხოლო 7,500 ლარი სასმელი წყლის ხარჯებმა შეადგინა.

აღსანიშნავია იმავე წლებში ქუთაისის ბიუჯეტიდან შშმ პირთა დახმარებისთვის გაწეული ხარჯები, რომელმაც ჯამში 125,800 ლარი შეადგინამ ანუ გაცილებით ნაკლები ვიდრე მერიის მიერ რესტორნებში დახარჯული თანხა.

238,800 ლარი დაიხარჯა პანდემიის მართვისთვის ქუთაისის მერიიდან, რომელიც დაახლოებით იგივე თანხაა, რამდენიც მერიამ რესტორნებსა და სუვენირების შეძენაში დახარჯა.

ცნობისთვის ქუთაისში 8,077 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, რომელთა თვიური საარსებო შემწეობა 60 ლარია. ქუთაისის მერიის მიერ რესტორანში დახარჯული თანხები 248 ადამიანის 1 წლის საარსებო შემწეობას უდრის.

2019 წელს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია აღნიშნულ თემაზე აქციას მართავდა მერიის შენობასთან და ქუთაისის მერს მოუწოდებოდა ხანდახან სახლშიც ეჭამა საჭმელი.

წყარო:

http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=437… – სოციალური შემწეობა

https://www.scribd.com/…/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1…

https://www.scribd.com/…/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1… – ქუთაისის მერიის პასუხი

https://matsne.gov.ge/ka/document/view/5086304?publication=0 – ქუთაისის ბიუჯეტი

თეგები: ქუთაისიქუთაისის მერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved