• რეკლამა
  • კონტაქტი
22:25, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქუთაისი სრულად არის გრიგოლ ლილუაშვილის და მისი სანათესავოს ხელში” – მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:10 10-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
360

ამომჩეველთა ნებაზე გავლენის მოხდენა, სავარაუდო ძალადობა და ტერორი – „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე მტკიცებულებები გაასაჯაროვა.

მეზვრიშვილის თქმით, რეგიონებში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში განაწილებული იყვნენ ადამიანები, რომლებიც მმართველ გუნდთან არიან დაკავშირებული.

ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ ივანიშვილის მიერ ამომრჩევლის ნებაზე ძალადობის ფაზები: 1. ამომრჩევლის ნებაზე ძალადობა არჩევნების დღემდე. მაგალითად, ქუთაისი სრულად არის გრიგოლ ლილუაშვილის და მისი სანათესავოს ხელში. ეს ადამიანები იყვნენ რეგისტრატორები, კომისიის წევრები.

დიმიტრი ხუნდაძის კლანი გადანაწილებულია მთელს მუნიციპალიტეტში.

2. არჩევნების ნებაზე ძალადობა ხდებოდა არჩევნების დღეს. აგიტატორების, ე.წ. ძველი ბიჭების დახმარებით. ამომრჩეველს შიშის დერეფნის გავლა უწევდათ. ასევე, ივანიშვილს მძევლად ჰყავდა თითოეული ოჯახიდან მინიმუმ ერთი ადამიანი აყვანილი.

ოპოზიციონერმა ლიდერმა გაყალბების მასშტაბურ სქემაზე, ე.წ. კარუსელზე და წინასწარ გამზადებული ბიულეტენების ყუთებში ჩაყრაზეც ისაუბრა.

რეგისტრატორი ჩემს პირადობის მოწმობას კი არ ატარებს აპარატში, შეჰყავს ვიღაც პეტრე პავლიაშვილის პირადობის ნომერი, რომელიც არჩევნებზე არ გამოცხადდა. ეს ადამიანი ამომრჩეველს, რომელიც უბანზე მიდოდა, აძლევდა ორ ბიულეტენს, ამ ამომრჩეველს ერთი, ცარიელი ბიულეტენი გამოჰქონდა გარეთ, ანუ ე.წ. კარუსელს ვგულისმხობ და  მეორე ადამიანს უკვე მეორე ბიულეტენს, გაფერადებულს 41-ით ატანდნენ შიგნით. ეს ადამიანი მიდიოდა, ყუთში აგდებდა მონიშნულ 41-ს. ოჯახებს ართმევდნენ პირადობის მოწმობებს. ამ ადამიანებს ან მუქარით ან მოსყიდვით ტოვებდნენ სახლში”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

ნათია მეზვრიშვილმა წარმოადგინა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ საარჩევნო კომისიის წევრებმა დაარღვიეს ეთიკის კოდექსის მუხლები.

„ყვარლის 16.11 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნარი ბოხუამ, რომელიც ახალსოფლის სკოლის დირექტორის მოადგილეა, „ფეისბუქზე“ გააზიარა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პოსტები.

16.10 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანული ციციშვილმა მოიწონა „ოცნების“ პოსტები.

ანალოგიურად მოიქცა 16.22 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ხმიადაშვილი, რომლის ქმარიც ყვარლის მერის წარმომადგენელია სოფელ შილდაში“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved