• რეკლამა
  • კონტაქტი
13:18, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის საქმე – მოსამართლე 38 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

ალია ავტორი - ალია
11:53 10-05-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. განსასჯელის სკამზე 38 პირი ზის. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა განიხილოს, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ გიორგი გოგოლაძის მიმართ, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი.

გამოძიების ვერსიით, სწორედ გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით მისი გარემოცვის წევრები საქართველოში სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“, განიხილავდნენ ფინანსურ დავებს და მოქალაქეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, შსს-ს ცნობით, მათ ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერებია. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ჩანაწერებში მოსაუბრე პირების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და, შესაბამისად, ბრალდების მტკიცებულებები არასაკმარისია.

ინტერესების დამცველები დღევანდელ პროცესზე დააყენებენ შუამდგომლობას, რომლის თანახმადაც, მოითხოვენ მათუ დაცვის ქვეშ მყოფები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

ის უდანაშაულოა, არის მშრომელი, ხელოსანი ადამიანი. წარმომადგენელი სისხლის სამართლების მასალებით, თითონ ოფიციალური ბრალდებითაც კი დაუდგენელი და გაუგებარია თუ ვის შორის იყო დავა, რა დავა იყო და როგორ უნდა გადაწყვეტილიყო ეს დავა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ წარდგენილია ბრალდება ჭორის საფუძველზე და რეალური მტკიცებულება რაიმე, რაც მამხილებელი იქნება და საშუალებას მისცემდა ბრალდების მხარეს, რომ კონკრეტიზაცია მოეხდინა ბრალის, ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, – ამბობს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

ბრალდებულთა ნაწილი ბრალს არ აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს.

24 საათის განმავლობაში ქურდულს სამყაროსთან კავშირში მყოფ 94 პირს წაუყენებს ბრალდება, მათ ნაწილს დაუსწრებლად, 80 კი ხელბორკილი დაადეს. სასამართლო პროცესები გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და პატმრობა 22 პირს შეეფარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved