• რეკლამა
  • კონტაქტი
04:00, ოთხშაბათი, 7 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქუჩის პროტესტს ღალატობ – ისინი ციხეებში, დევნაში, რეპრესიებში და შენ ეთანამშრომლები არალეგიტიმურ და კრიმინალურ ძალას” – ანა გოგოლაძე ირაკლი კუპრაძეს

ალია ავტორი - ალია
14:05 06-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
232

კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი, ანა გოგოლაძე, ირაკლი კუპრაძეს ეხმაურება და წერს:

ამ მოცემულობით, თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიმე ქალაქის მოგება კი არა, ყველაზე ოპოზიციურად განწყობილ უბანსაც კი ვერ “მოიგებს” ვერავინ.
პარტიები, ვინც დიდი ქალაქების მოგების არგუმენტით პოზიციონირებს- ან ტყუილს გეუბნებათ, ან პოლიტიკის არაფერი არ ესმის.
ახლა, არც 2021 წელია და არც 2024. ეს არგუმენტი აღარ არსებობს.
ამ თემას ორი პრიზმა აქვს- რატო არ უნდა შევიდნენ პარტიები არჩევნებში და რატომ ვერაფერს ვერ მოიგებენ ამ სტატუს-კვოს პირობებში.
❌ამით, ლეგიტიმაცია არ უნდა მისცე ქართულ ოცნებას და ნორმალიზება არ მოახდინო უმძიმესი კრიზისის. შედიხარ არჩევნებში, ესე იგი ყველაფერს აღიარებ და აკანონებ. მაშინ პარლამენტიდან რატო გამოდიოდი? ის გაგიყალბეს და ამას აღარ გაგიყალბებენ?
❌ როცა პოლიტპატიმრები გყავს ქვეყანაში, რეჟიმთან მებრძოლი პარტიების ლიდერებს იჭერენ და დევნიან, წარმოუდგენელია, ჭეშმარიტად პროდასავლური, დამოუკიდებელი და არაკონფორმისტული პარტია, ამ გადაწყვეტილებას იღებდეს.
❌ ღალატობ თუ არა ქუჩის პროტესტს, საჯარო სამსახურებში რეპრესირებულ ხალხს, პოლიტპატიმრებს და ამ ბრძოლაში დევნილ ყველა ადამიანს?! კი, ღალატობ.
ისინი ციხეებში, დევნაში, რეპრესიებში და შენ ეთანამშრომლები არალეგიტიმურ და კრიმინალურ ძალას.
❌ ვერაფერსაც ვერ იგებ-როცა ჩვენი სახით, ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება, უარს აცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე, იმავეს აკეთებს მეორე დიდი გაერთიანებაც, აღარც ჩვენი ამომრჩეველი მოდის არჩევნებზე და აღარც თქვენი, მეგობრებო-კონფორმიზს ხმას რეჟიმთან მებრძოლი ამომრჩეველი არ აძლევს.
❌ საკრებულოებში 1-2 დეპუტატის არსებობა რას ცვლის ქვეყნისთვის? არაფერს!
თქვენთვის? არც თქვენთვის არაფერს, გარდა ფინანსური მოცემულობისა !
ქოცისთვის? – ყველაფერს! აღიარებას აძლევთ იმ ადამიანებს და დიდი ხანი გვტოვებთ ამ უბედურებაში.
❌თბილისის საკრებულოში 50 წევრიდან, 21 ოპოზიციონერი ვართ. 2025 წელს, პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, არჩევნებში რომ შევიდნენ პროდასავლური პარტიები, მაგის მესამედიც ვერ ვიქნებით. ამ ოთხი წლის განმავლობაში, ადგილობრივ საკითხებზე და პოლიტიკაზე, ჩვენი დიდი მცდელობების მიუხედავად, მიტაცებული ძალაუფლების გამო, ნულოვანი გავლენა გვქონდა. შესაბამისად, მუნიციპალური საკითხების მოგვარების თემით, კამპანიის ჩატარება, რაც სხვათა შორის გახარიას პარტიას უკვე დაწყებული აქვს, მოქალაქეების დაცინვა და მასხრად აგდებაა.
პირველ რიგში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ძალიან მძიმე პასუხი მექნება ყველასთან, ვინც არაპრინციპულობას, არათანმიმდევრულობას და რაიმე სახის კონფორმიზმს, გამარჯვების შესაძლებლობად ჯერ წარმოგვიდგენს და შემდეგ, მასზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

17:37 10-06-2026
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
ახალი ამბები

ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია

17:31 10-06-2026
არქი
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე – მხოლოდ 24 ოქტომბერს!

14:58 10-06-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“

13:55 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved