• რეკლამა
  • კონტაქტი
06:40, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქუჩაში დარჩენილი ბებო ახლა თბილ სახლშია – “შეშინებული იყო, ქუდიც კი არ მოუხდია, საწოლშიც ასე ეძინა”

ალია ავტორი - ალია
21:08 12-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

გუშინ, გვიან ღამით, სოციალურ ქსელში სულისშემძვრელი ფოტო გავრცელდა. ახალგაზრდა კაცი, გიორგი ყელბერაშვილი წერდა, რომ ფოტოზე ასახული 70 წლის მოხუცი ქალბატონი, ნახალოვკაში, ხუდადოვის ქუჩაზე იდგა, წასასვლელი არსად ჰქონდა და ზამთრის პირველ ღამის გათენება ხანდაზმულს ქუჩაში მოუწევდა.

ახალგაზრდა კაცი საზოგადოებას მოუწოდებდა, რომ სანამ თავშესაფრის საკითხს მოაგვარებდნენ, რამდენიმე დღით მოხუცი ვინმეს შეეფარებინა.

ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დაახლოებით 2 საათში გიორგიმ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ისევ ისე ბებო იყო გამოსახული, ამჯერად თბილ გარემოში გადაღებული.

მერიკო ბებო სრულიად უცნობმა ქალბატონმა შეიფარა.

„პრაიმტაიმს“ სწორედ ის ქალბატონს, ეკატერინე ნოდია ესაუბრა, რომელმაც სრულიად უანგაროდ მოხუცი სახლში მიიყვანა და მასზე საკუთარი ოჯახის წევრივით დაიწყო ზრუნვა.

„გუშინ საღამოს, სანამ სამსახურიდან სახლში დავბრუნდებოდი, ფეისბუკზე შემთხვევით გადავაწყდი ახალგაზრდა ბიჭის სტატუსს, რომელიც ხუდადოვზე ქუჩაში დარჩენილ ბებოზე წერდა. მართალია, ჩემი ოჯახი არ არის მდიდარი და არც იმის ფუფუნება მაქვს, რომ ბებოსთვის სახლში ცალკე ოთახი შემეთავაზებინა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე სახლში წამეყვანა და თბილი გარემო დამეხვედრებინა.

მაშინვე დავურეკე ჩემს მცირეწლოვან შვილებს, ვუთხარი, რომ შეიძლება სამსახურიდან სახლში მისვლა დროულად ვერ მომეხერხებინა, რადგან სახლში მოხუცებული უნდა მიმეყვანა. ისე გაუხარდათ ბავშვებს, მაშინვე დაუწყიათ სამზადისი.

ამის შემდეგ, დავურეკე პოსტის ავტორს და ვუთხარი, სანამ თავშესაფარს მოუძებნით მანამდე შემიძლია ჩემთან წავიყვანო – მეთქი. ძალიან გაუხარდათ. უკვე ღამის 8 საათი იყო. შემდეგ გოგონები შემეხმიანნენ, რომლებმაც მითხრეს, რომ ბებოს ხუდადოვის ქუჩიდან ჩემს სახლთან ტაქსით გამოუშვებდნენ.

ამის შემდეგ უკვე ტაქსის მძღოლი დამიკავშირდა, რომელმაც მითხრა, რომ ბებოს სახლის კარამდე მოვაცილებო. მერიკო ბებოს მძღოლი მთელი გზა ულოცია.

გოგონებს, რომლებმაც ბებოს ჩემთან გამომგზავრების ორგანიზება მოაგვარეს, თან პროდუქტებიც გამოუტანებიათ.

ამ ქალბატონმა ჩვენს სახლში იმხელა სითბო, სიყვარული და სიკეთე შემოიტანა, რომ სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. ძალიან ღვთისნიერი ადამიანი აღმოჩნდა ბებო, რომელიც ლოცულობს. გულში ჰქონდა ჩახუტებული „მონაზონი ანას“ წიგნი.

თვითონ ქალბატონიც ძალიან ბედნიერი და გახარებული იყო. სახლში გვყავს პუდელის ჯიშის ძაღლი, რომელიც ოჯახის წევრების გარდა სხვასთან არ კონტაქტობს. ვერ აღგიწერთ ჩვენი ოჯახის ოთხფეხა წევრი როგორ ეფერებოდა ბებოს. მისი მოსვლის შემდეგ ოჯახის წევრებს აღარ მოგვკარებია და მთელი ღამე მასთან ერთად ეძინა.

ბებოს ხელი აქვს დაზიანებული, როგორც თავად მითხრა წაიქცა. ემადლიერება ექიმებს, რომლებმაც სრულიად უსასყიდლოდ აღმოუჩინეს დახმარება.

ვთხოვე, მოეცა უფლება, მივხმარებოდი მოწესრიგებაში, მაგრამ იმდენად მორიდებულია, რომ აბაზანაზეც უარი თქვა. ძალიან დათრგუნული და შეშინებული იყო, ქუდიც კი არ მოუხდია, საწოლშიც ასე ეძინა.

როგორც მისი მონათხრობიდან ვიცი, ჰყავს 4 შვილი, 2 გოგონა და ვაჟები. ბიჭები ზესტაფონში ცხოვრობენო, მაგრამ მათ ისე უჭირთ, რომ ვერაფრით მეხმარებიანო. გოგონები საზღვარგარეთ არიან, მეხმიანებიან, მაგრამ ახლა ისინიც უმუშევრად არიან და ვეღარ მეხმარებიანო.

დღეს მთხოვა, რომ შვილებთან დავაკავშირო სოციალური ქსელის მეშვეობით.

როგორც ბებო ამბობს თბილისში, ღამეს დიდი სამების ეკლესიაში ათევდა. პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვების გამო, ღამე მისვლა იქ აღარ შეძლო. ეკლესიას ვასუფთავებდი და ვეხმარებოდიო- ამბობს.

არ მაქვს არანაირი პრობლემა, ბებოს დავიტოვებ. იქამდე მეყოლება სანამ საჭირო იქნება. მას ღია ცის ქვეშ ყოფნა აღარ მოუწევს. ერთი თვე იქნება თუ უფრო მეტი, მას არაფერი მოაკლდება, თბილ სახლში იქნება.“- ამბობს ეკა.

თეგები: დახმარებაქველმოქმედება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved